19 იანვარი, 2018
"ღამის სადისტური სპეცოპერაციის კიდევ ერთი უმნიშვნელო დეტალი" - რას წერს მარიამ კუბლაშვილი სოციალურ ქსელში
ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

"- შენ ჩემი მამის ადვოკატი ხარ?

- კი.

- შენ ხომ შეაშინებ პოლიციელებს? შავი სახე რომ აქვთ და ყვირიან, მერე ბევრი თოფები აქვთ და ღამე მოდიან, რომ სახლი დაგვიმტვრიონ და მშობლები წაიყვანონ..მეშინია, აქ იყავი ჩვენთან. ძალიან დიდი ფეხები აქვთ, ბოროტები არიან.

- არა, ის პოლიციელები არ არიან. ნუ გეშინია, არავინ წაიყვანს შენს მშობლებს და არაფერს დაგიშავებენ, ეტყობა სიზმარი ნახე.

- რატომ მატყუებ? მამა წაიყვანეს და როდის მოიყვანენ? შენ
მომიყვან მამას?
- ვეცდები შვილო, ვეცდები...

დაკავებული რუსლან ალდამოვის შვილი. ქაღალდისგან ყვავილი გავუკეთეთ და მივეცით, დახია და დააგდო. მთელი ამ ხნის განმავლობაში მიყვებოდა თოფებზე, ხმაურზე, ყვირილზე, მტვრევაზე და მშობლების წართმევაზე. ყველაფერი თავის თვალით ნახა და მოისმინა ღამის 4:00 საათზე. კარის შემომტვრევამ და სპეცრაზმელების სახემ გააღვიძა. ის ყველაზე უფროსია, 3 მცირეწლოვანი და-ძმაც მის გვერდით ტიროდნენ...რუსლად ალდამოვი მშვიდად ხელაწეული გამოვიდა ოთახიდან გაკვირვებული და იკითხა რა ხდებოდა, რატომ ააწიოკეს ოჯახი. მშვიდადაც წავიდა სადაც დღემდეა..ამ ბავშვების ფსიქიკაზე ვინმე ფიქრობს და დარდობს?

ღამის სადისტური სპეცოპერაციის კიდევ ერთი უმნიშვნელო დეტალი..და ეს ბავშვები ჩვენი მომავალია." - წერს კუბლაშვილი და სპეცოპერაციის დროს დაკავებული რუსლან ალდამოვის შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 6 /
2018
1. მათ არავინ მოუკლავთ, აქედან გამომდინარე ქვემოთ კომენტარების გამკეთებლების აზროვნების და შეხედულებების სიბნელე აშკარაა. 2. თუნდაც მოეკლათ, აქ შვილის დანაშაული რა არის?
01:25 / 24-01-2018
გამოხმაურება / 0 /
lela
შენ რა მაგ მკვლელებთAნ მარკებს იწერ? რა კეთილი დეიდა ვარო იქნება კედელს თAვი მიარტყა ,ცოტა გამოფხიზლდე სადა ხარ და ვის იცავ,მკვლელებს? კარგა ყოფილხარ
13:39 / 20-01-2018
გამოხმაურება / 0 /
55
კაი რა არ მომკლა სიცილით?მაგათ თუ ეშინიათ რამისა , მკვლელებად არიან დაბადებულ თბილისში ვერ ჩავსულვართ ,მაგენი მსოფლიოს უვლიან ,იქნება გეფიქრა მაგ ტვინით საიდან ამდენი თანხები?
13:36 / 20-01-2018
გამოხმაურება / 0 /
ტეა
იქნება გამოფხიზლდე? ოე ოეეეე კარგადა ხარ?
13:33 / 20-01-2018
გამოხმაურება / 0 /
55
რა ცოდო ქალი ხარ? არ გამოიყვანე ეგ ტერორისტები მამა აბრამის ბატკნები? იქნება ცოტა დაფიქრდე და შეგრცხვეს? იქნება იმ დაღუპული სპეცრაზმელის შვილებზეც გეფიქრა ,თუ საერთოდ აზროვნება გაგაჩნია, მაგ ტერორისტემა რომმოკლეს? ან იქნება ჯობია ქართველებს ძალიან არ მოაბეზრო თAვი შენი ჩლიტინით?
13:32 / 20-01-2018
გამოხმაურება / 0 /
Nina
saqartveloshi bavshvebi ar ukvart, ra gulgrilad da ukmegad gamomivida ara??? kargad dafikrdit da tu ar metangmebit mere ganmikitget.
23:12 / 19-01-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS