აღნიშნული პრობლემის გამო, სახლის გარეშე არაერთი ადამიანი დარჩა, სამწუხაროდ, ბანკის ვალებს შეეწირა მსახიობ ნანა კუხალეიშვილის სახლიც. ამის შესახებ, მან ჟურნალ „გზასთან“ ისაუბრა:
„ფინანსების გამო, სახლი ბანკს ჩავაბარეთ. ახლა მომთაბარე ცხოვრება გვიწევს. მთელი ჩემი ბიბლიოთეკა ყუთებში ჩავაწყვე და ნათესავებთან გადავანაწილე, მაგრამ ჩემს უმცროს შვილს კითხვა ისე უყვარს, რომ ჩემი მეგობრები წიგნებს ხშირად ჩუქნიან“.