18 იანვარი, 2018
მარიამ ურუშაძე "Gucci"-მ სარეკლამო კამპანიისთვის დაამტკიცა
ნინო ცქიტიშვილის სამოდელო სააგენტოს მოდელი, მარიამ ურუშაძე "გუჩის" მოდის სახლმა თავისი სარეკლამო კამპანიისთვის დაამტკიცა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ცქიტიშვილი წერს.

"Lookmodels-ის სამუშაო სეზონი ქართული მოდისთვის არაჩვეულებრივი, უპრეცენდენტო სიახლით დაიწყო.

Gucci-მ თავისი სარეკლამო კამპანიისთვის ჩვენი მოდელი, მარიამ ურუშაძე დაამტკიცა. გადაღებები უახლოეს დღეებში გაიმართება პარიზში.

კიდევ ბევრი სიახლის მოლოდინში ვართ, რომელსაც აუცილებლად გაგიზიარებთ".

მარიშა ურუშაძეს საზღვარგარეთ ბევრჯერ უმუშავია. ბევრ ცნობილ კომპანიასთან, მაგალითად GIVENCHY, ELLE, MARGIELA, DIESEL… ადგილობრივი გამოცემებისგან ბევრჯერ ჰქონია შემოთავაზებები. მარიშა ცოტა ხნის წინ მსოფლიოს ყველაზე
პოპულარული სამოდელო სააგენტოს “Hollywood Model Management-ის” რჩეული გახდა.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS