"მეგობრებო, გარკვეული ხნით ჩვენი გადაცემის "ღმერთის ჰიპოთეზის" გამოშვება შეფერხდება, რადგან გაციებამ ჩემი ძირითადი (,,ბეხტერევის") დაავადება გაამწვავა და ძლიერი სპაზმების გამო გადაადგილება კიდევ უფრო მიჭირს. იმედი მაქვს, სათანადო პროცედურები შემიმსუბუქებს მდგომარეობას და ერთ-ორ კვირაში დაგიბრუნდებით.
P.S. თქვენი ჭირიმე, შეწუხებითა და თანაგრძნობით ნუ დამბომბავთ, მხნედ ვარ და ხელების ჩამოშვებას არ ვაპირებ!" - წერს დავითაშვილი.