17 იანვარი, 2018
3 პირის დაჭრაში ბრალდებულ თამაზ ქვლივიძეს პატიმრობა შეუფარდეს
სააპელაციო სასამართლომ ერთი პოლიციელისა და ღამის კლუბ "ბასიანის" დაცვის ორი თანამშრომლის დაჭრაში ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიება შეუვცალა და პატიმრობა შეუფარდა. ქვლივიძე დარბაზშივე დააპატიმრეს.

პროკურატურამ მეორე ინსტანციის სასამართლოში, ბრალდებულ თამაზ ქვლივიძის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაასაჩივრა. სახელმწიფო ბრალდება ქვლივიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS