დათა ახალაიას ოჯახი საქართველოში ცხოვრობს. მეუღლე ანი ბენიძე და ვაჟი დათა ახალაია უმცროსი ხშირად მოგზაურობენ ევროპაში და ყოფილი მაღალჩინოსანი მათთან ურთიერთობას ამ ფორმით ახერხებს.
დათა ახალაიას ოჯახმა ევროპაში რამდენიმე დღის წინაც იმოგზაურა.
ანი ბენიძემ ინსტაგრამზე გაავრცელა ლონდონში გადაღებული "სთორები", სადაც ჩანს, რომ წყვილმა პატარა ვაჟიშვილთან ერთად მადამ ტუსოს მუზეუმი მოინახულა.