15 იანვარი, 2018
რა ღირს სალომე გოგიაშვილის და მისი მეგობრის მიერ შექმნილი ფეხსაცმელი, რომელიც ბომონდურმა ქალბატონებმა მოირგეს
სულ ცოტა ხნის წინ, ბაზარზე კიდევ ერთი ქართული ბრენდი გამოჩნდა. „სალმანი“ ცნობილმა ტელეწამყვანმა სალომე გოგიაშვილმა მეგობართან ერთად შექმნა.

ისინი მომხმარებელს კურდღლისა და ბატკნის ნატურალური ბეწვის ფეხსაცმელს სთავაზობენ. ფერადი და უცნაური ფორმის ფეხსაცმელები ისეთმა ცნობილმა სახეებმა მოირგეს, როგორებიც არიან ია ფარულავა, ნინო ქაჯაია, გია ჯაჯანიძე და სხვები.

Rating

სალომე გოგიაშვილის მიერ წარმოებული ფეხსაცმლის მიმართ საზოგადოებაში ძალიან დიდი ინტერესი გაჩნ
და. „სალმანის“ ოფიციალურ გვერდზე ფეხსაცმლის ფასს უამრავი ადამიანი კითხულობს, თუმცა, ღია პასუხი არავის მიუღია.

Rating

„რეიტინგი“ შეეცადა მკითხველის ინტერესი დაეკმაყოფილებინა და გაერკვია, რა ღირს ახალი მოდური ფეხსაცმელი, ამიტომ დავუკავშირდით ერთ-ერთ მაღაზიას, სადაც „სალმანის“ ფეხსაცმელი იყიდება.

როგორც მაღაზიის წარმომადგენელმა განაცხადა, ფეხსაცმლის ფასი 350 ლარია. 

სალომე გოგიაშვილის წამოწყებამ გაამართლა და სულ მალე, საზოგადოებას ტანსაცმელს შესთავაზებენ.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ლელა
გარშემობეწვი ზედმეტია. მარტო წინ საკმარისია.
13:33 / 16-01-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS