ამ ამბავს სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი გამოეხმაურა. ზოგიერთი მათგანი სარწმუნო წყაროზე დაყდრნობით წერდა, რომ ლელა და გუკა რამდენიმე თვეა რაც შეყვარებულები არიან და მათი გაპარვის ამბავი სიმართლე იყო.
თუმცა უგულავას ოჯახის ახლობლებმა და რჩეულიშვილის მეგობრებმა ეს ინფორმაცია მაშინვე
ამ ჭორს გამოეხმაურა, თამარა ჩერგოლეიშვილიც, რომელმაც სრული პასუხიმგებლობით განაცხადა, რომ ლელა კილაძე კვლავ გიგი უგულავას ცოლია.
რამდენიმე წუთის წინ ლელა კილაძე, ''ფეისბუქის'' საკუთარ გვერდზე მასზე გავრცელებულ ჭორს გამოეხმაურა:
''მსურს, გამოვეხმაურო ჭორს იმასთან დაკავშირებით, თითქოს მეუღლეს გავშორდი და გუკა რჩეულიშვილზე ვიქორწინე.
ეს არის ყოველგვარ საფუძველს მოკლებული ტყუილი.
საინფორმაციო სააგენტოებს ვთხოვ მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ საკუთარ საქმიანობას.
მესმის, რომ გიგი უგულავას სტატუსიდან გამომდინარე, ჩვენი ოჯახი საჯარო ყურადღების ცენტრშია და მსგავსი ჭორების მიმართ თმენის ვალდებულება გვაკისრია, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ მე და გიგი უგულავას გვყავს 5 მცირეწლოვანი შვილი და ამ ტიპის კამპანია, პირველ რიგში მათ აყენებს ტრავმას.
წინასწარ გიხდით დიდ მადლობას''.
სალომე დადიანი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის




















