11 იანვარი, 2018
რა კომენტარს აკეთებს აკაკი გოგიჩაიშვილი "რუსთავი 2"-ის დატოვების შესახებ
„ბიზნეს კურიერის“ წამყვანი აკაკი გოგიჩაიშვილი შესაძლოა, „რუსთავი 2“-დან „იბერიაზე“ გადავიდეს. ინფორმაცია ამის თაობაზე პრესაში ცოტა ხნის წინ გაჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, აკაკი გოგიჩაიშვილი უკვე შეხვდა „იბერიის“ წარმომადგენლებს და არხზე საკუთარი გუნდით გადავა.

„რეიტინგი“ ჟურნალისტს დაუკავშირდა: მე არსად არ მითქვამს, რომ „იბერიაზე“ გადავდივარ. უბრალოდ მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

- როდის დასრულდება მოლაპარაკებები?
- ასე ზუსტად ვერ გეტყვით ვერაფერს.

- გავრცელებული ინფორმაციით, უკვე შეხვდით არხის თანამშრომლებს და ახალ ტელეკომპანიაში საკუთარი გუნდით გადახვალთ?

- მე საკუთარი გუნდი არ მყავს. ეს ინფორმაცია
მართალი არ არის.

ინფორმაცია აკაკი გოგიჩაიშვილის მიერ, "რუსთავი 2"-ის დატოვების შესახებ, ჯერ კიდევ ზაფხულში გავრცელდა. ამის მიზეზად, ფინანსური პრობლემები სახელდებოდა. ითქვა, რომ აკაკი გოგიჩაიშვილი "იმედზე" აპირებდა გადასვლას, თუმცა, ეს ამბავი არ გამართლდა. 

შეგახსენებთ, აკაკი გოგიჩაიშვილის გადაცემა "ბიზნესკურიერი" "რუსთავი 2"-ზე რამდენიმე თვის წინ დაიხურა და ის "პ.ს"-თვის ამზადებდა სიუჟეტებს. 

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS