"არ მინდა ხოლმე არაფრის დაწერა, იმიტომ რომ მერე ისევ უნდა გამოებას კუდები, რომ აი, ეს დარსმელიძე მუდმივად რაღაცს წერს და აკრიტიკებს. დიდხანს ვიფიქრე დამეწერა თუ არა, მაგრამ მხოლოდ იმიტომ ვწერ, რომ მსმენელს, რომელიც გახმოვანების ხარვეზს ვერ ხვდება (და არც მოეთხოვება, რომ გახმოვანებაში და, მითუმეტეს ბალანსში ერკვეოდეს), ავუხსნა, რომ საუნდი ცუდი/კარგი, როდესაც ცოცხლად შესრულებაზეა საუბარი - პირდაპირ კავშირშია მსმენელის შემდგომ კმაყოფილ ან უკმაყოფილო
ყველაფერი ძალიან კარგი, მართლა მიხარია, რომ, მიუხედავად ჩემი განსხვავებული ხედვებისა, მომეცა საშუალება რიყის საახალწლო გალა კონცერტზე გამოვსულიყავი. მართლა ვაფასებ ამ ძალიან კარგ და სწორ მიდგომას და მართლა დიდი მადლობა ამ გადაწყვეტილებისთვის... ჩემი გამოსვლის გახმოვანებაც ასეთივე რომ ყოფილიყო, მხოლოდ მადლობას დავწერდი, მაგრამ გახმოვანებააააა.
რა გახდა ეს ლაივის გახმოვანება? მშრალ მიკროფონში ბოლო ბგერები როა სამღერი და ბენდი იმდენად უკან (ბალანსში) რომ არის, რომ ვოკალით ფარავ ინსტრუმენტალს და ამის გამო ექსტრემალურ "ვოკალიზებს" ატარებ. ძალიან დამწყდა გული, სწორად გამიგეთ, შეგნებულად არ ვთანხმდები ფონოგრამაზე სიმღერას, იმიტომ რომ მინდა ყველა ჩემი გამოსვლა იყოს ნამდვილი, იმწამინდელი ემოციით და განწყობით და ძალიან დიდი უსამართლობაა, როდესაც ვიღაცის სალაპარაკო რეგისტრში ფონოგრამაზე ძლივს ჩაწერილ-გასწორებული და მაინც ცუდი ნამღერი "საუნდით" ჯობდეს ჩემს ლაივში ნამღერს... და ამას მსმენელი ხომ ვერ ხვდება?" - წერს დარსმელიძე.