08 იანვარი, 2018
"ოჯახში უფროსი მამაკაცია" - მზია ორველაშვილი ორსულად არის
მზია ორველაშვილის ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლეა - ორსულად არის. მან ამის შესახებ მეუღლეს 31 დეკემბრის ღამეს უთხრა და საახალწლო საჩუქარი გაუკეთა.

მზია ორველაშვილი: ჩვენთვის ახალი წელი ფანტასტიკურად დაიწყო. მანამდე ცოტა ცუდად ვგრძნობდი თავს. ასე თუ ისე, მაქვს გამოცდილება - ერთი შვილის დედა ვარ. თან, მინდოდა, მეთქვა ტატოსთვის, თან - არ მინდოდა. ახალი წლის ღამეს ვეტყვი-მეთქი.

- გაგიჭირდა საიდუმლოს შენახვა?

- არა, მე არ გამჭირვებია. უფრო ბებიაჩემს გაუჭირდა - უნდა ვუთხრა, უნდა ვუთხრაო. მაგრამ მაინც შევიკავეთ თავი.
თუმცა, 31 დეკემბერს ისევ ბებიაჩემმა უთხრა და ტატომაც გახსნა საჩუქარი.

- საჩუქარში ტესტის პასუხი იდო.
- სხვა საჩუქარი ისედაც ვაჩუქე, მაგრამ ეს შევფუთე: მინდოდა, ასე გადამეცა და უფრო მოულოდნელი ყოფილიყო. ტატომ კიდევ "ფეისბუქში" გამომიჭენა.
Rating
-  როგორი იყო ტატოს ემოცია?
-  ტატოს იმდენად უნდოდა შვილი, ისე ძალიან უყვარს ბავშვები... ჩემს ლევანს, როგორც საკუთარ შვილს, ისე ექცევა. ჩემი შვილიც მამას ეძახის. ძალიან უნდოდა შვილი. ლევანი მყავს შვილივით, მაგრამ კიდევ ერთი მინდაო. საჩუქარი რომ ნახა, თავიდან ვერ მიხვდა. მკითხა: ეს ვის გამოართვიო. მერე თვალებზე ხელები აიფარა და აცრემლიანდა. სიხარულის ცრემლები წამოუვიდა. ისეთი ბედნიერი იყო, ისეთი... ძალიან უხაროდა. თან, ვერ გაეგო, რა უნდა გაეკეთებინა. არეული იყო სიხარულისგან, ახლახან ექოსკოპიაზე ვიყავით და შემომყვა. ისე უყურებდა ეკრანს, თითქოს ვინმეს დაინახავდა. ფეისბუქზე რომ დადო ფოტო, ბევრმა მოგვილოცა. საიტებზე კი დაწერეს: ახალი ტრენდია, ახალი წლის ღამეს ორსულობის ტესტის ჩუქებაო. ეს ადამიანის სურვილია: უნდა გამოაქვეყნებს, უნდა - არა. ეს ისეთი ამბავია, რომ პირიქით, სასიამოვნოდ უნდა მიიღო და დაწერო. მე, ქმარი და ოჯახი გავაბედნიერე - ეს არის მთავარი.

- როგორი მამა იქნება ტატო?

- თავიდან, ალბათ, ხელში არ დამაჭერინებს ბავშვს. ვფიქრობ, იდეალური მამა იქნება. უყვარს ბავშვებთან ყოფნა, სეირნობა, თან, რაც მთავარია, სწავლასთან დაკავშირებით იქნება მომთხოვნი. მინდა, ჩემი შვილები ნასწავლები, განათლებულები იყვნენ. ლევანის მიმართაც ამ კუთხით მომთხოვნია და ჩასვა რეჟიმში.

- ლევანი რომ გააჩინე, მაშინ პატარა იყავი და ალბათ, დედობასაც იმდენად ვერ აცნობიერებდი, ახლა უფრო გექნება ეს მომენტი გაცნობიერებული.

-  კი, ცოტა უცნაური შეგრძნება მაქვს. რა თქმა უნდა, მიხარია, მაგრამ შიშის ფაქტორიცაა. სიტყვებით ვერ გადმოგცემ, რას ვგრძნობ, შინაგანად - მეტი პასუხისმგებლობაა, სხვანაირად ვარ. მაშინ ბოლომდე ვერც ვაცნობიერებდი, რომ ორსულად ვიყავი, ახლა უფრო ვუფრთხილდები თავს, ტატოც ძალიან მიფრთხილდება: აბა, არ გაცივდე, თბილად ჩაიცვი, ბებიაჩემი და ტატო მაკონტროლებენ, მეც მსიამოვნებს, ყურადღებას რომ მაქცევენ.

- როგორ გაქვთ გენდერული საკითხი დალაგებული?
- კაცია სახლში უფროსი - მე ამის მომხრე ვარ, როგორც ნამდვილ ქართულ ოჯახში, ისეა ჩვენთანაც: ქალს თავისი ადგილი აქვს, კაცს -თავისი.

- რას გულისხმობ?
- როგორც ჩემთან იყო ოჯახში - დედაჩემი მამაჩემს თავზე არასდროს გადაახტებოდა, მისი სიტყვა დედასთვის კანონი იყო. რა თქმა უნდა, მამაჩემიც ითვალისწინებდა დედაჩემის აზრს. იგივეს ვხედავ ჩემი და ტატოს ურთიერთობაშიც. ტატო დგას ზემოთ, მეც იქვე, ახლოს, მაგრამ მას უფრო მეტი წონა აქვს, ვიდრე - მე. არ ყოფილა შემთხვევა, ერთმანეთის გარეშე მიგვეღოს გადაწყვეტილება, ტატოს აზრი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ნათია უტიაშვილი
ჟურნალი "თბილისელები"


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS