"მოგესალმებით, მოკლედ ჩამოვედი თურქეთიდან, ჩამიტარდა ყველა საჭირო გამოკვლევა უმაღლესი დონის სპეციალისტებთან, რაც რა თქმა უნდა თქვენი დახმარების გარეშე ვერ მოხერხდებოდა, რის გამოც კიდევ ერხელ გიხდით უდიდეს მადლობას ყველაააას...დამისვეს დიგნოზი, რომელიც აქ დასმული დიაგნოზის იდენტურია და დამინიშნეს შესაბამისი მკურნალობა, ქიმიოთერაპია, რომელსაც უახლოეს დღეებში ვიწყებ, იმედია ყველაფერი კარგად ჩაივლის. 3 თვეში ისევ მიწევს ჩასვლა და გადამოწმება თუ როგორ ჩაიარა მკურნალობამ...
რაც შეეხება ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულ ინფორმაციას, ინტერვიუებს და ა.შ... მინდა
კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ წელს, შობას და მთელი გულით გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს. ჯანმრთელობას და სურვილების ასრულება. თქვენ ძალიან ბევრი გააკეთეთ ჩემთვის, ძალიან დიდი სიყვარული და თანადგომა ვიგრძენი, იმხელა რო ამას სიტყვებით ვერ გადმოვცემ, ძალიან დიდი მადლობა, ძალიან მიყვარხართ და ყველაზე მაგრები ხართ, უუუუღრმესი მადლობა" - წერს მსახიობი.