თათია სამხარაძის და შალვა რამიშვილის სასამართლო პროცესი ორი წლის წინ დაიწყო და ამ დრომდე გრძელდებოდა.
ელოდა თუ არა ასეთი განაჩენის გამოტანას, ამის შესახებ თათია სამხარაძემ კომენტარი „რეიტინგთან“ გააკეთა.
„ არ ველოდი სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ ზუსტად 2 წელია მიდის სასამართლო პროცესები.
სასამართლო გადაწყვეტილებაზე პირველი კომენტარი ჩვენთან გააკეთა შალვა რამიშვილმაც:
- დავიწყოთ იქედან, რომ არ არსებობს დოკუმენტი, სადაც მე მომიგო თათია სამხარაძემ. პატარა სტატუსიდან შევიტყვეთ ამბავი. ეს არის სარეზოლუციო ნაწილი, სადაც ნათქვამია, რომ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა თათია სამხარაძის სარჩელი და მე დამეკისრა 2000 ლარის გადახდა. ყველა უნდა დაველოდოთ სამოტივაციო გადაწყვეტილებას, რომელიც რამდენიმე კვირაში გახდება ცნობილი.
- თათია სამხარაძემ ჩვენთან საუბარში თქვა, რომ სასამართლომ დაადასტურა სექსუალური შევიწროვება და ამის გამო, დაგეკისრათ 2000 ლარის გადახდა...
- გამოცხადდა სარეზოლუციო ნაწილი, სადაც ნაწილობრივ არის დაკმაყოფილებული თათია სამხარაძის სარჩელი. ამ გადაწყვეტილებაში საერთოდ არ არის ნახსენები არც სექსუალური შევიწროვება და არც დისკრიმინაცია. მე დღესაც ვამბობ, რომ სექსუალურ შევიწროვებას ადგილი არ ჰქონია, ასე რომ დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას.