03 იანვარი, 2018
"სამართალი ურმით, მაგრამ მაინც მოვიდა" - რა კომენტარს აკეთებს შალვა რამიშვილი სასამართლო გადაწყვეტილებაზე
თბილისის საქალაქო სასამართლომ შალვა რამიშვილის საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა და მომჩივანი მხარის, თათია სამხარაძის სარჩელი დააკმაყოფილა. სამხარაძე რამიშვილს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდა. რამიშვილს მისთვის მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება დაეკისრა. მას 2 ათასი ლარის გადახდა მოუწევს.

თათია სამხარაძის და შალვა რამიშვილის სასამართლო პროცესი ორი წლის წინ დაიწყო და ამ დრომდე გრძელდებოდა.
ელოდა თუ არა ასეთი განაჩენის გამოტანას, ამის შესახებ თათია სამხარაძემ კომენტარი „რეიტინგთან“ გააკეთა.

„ არ ველოდი სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ ზუსტად 2 წელია მიდის სასამართლო პროცესები.
სასამართლომ დაადასტურა, რომ შალვა რამიშვილი ნამდვილად ახდენდა ჩემს სექსუალურ შევიწროვებას, ამიტომ მორალური ზიანის სახით ის გადამიხდის 2000 ლარს. სამართალი ურმით, მაგრამ მაინც მოვიდა“.

სასამართლო გადაწყვეტილებაზე პირველი კომენტარი ჩვენთან გააკეთა შალვა რამიშვილმაც:

- დავიწყოთ იქედან, რომ არ არსებობს დოკუმენტი, სადაც მე მომიგო თათია სამხარაძემ. პატარა სტატუსიდან შევიტყვეთ ამბავი. ეს არის სარეზოლუციო ნაწილი, სადაც ნათქვამია, რომ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა თათია სამხარაძის სარჩელი და მე დამეკისრა 2000 ლარის გადახდა. ყველა უნდა დაველოდოთ სამოტივაციო გადაწყვეტილებას, რომელიც რამდენიმე კვირაში გახდება ცნობილი.

- თათია სამხარაძემ ჩვენთან საუბარში თქვა, რომ სასამართლომ დაადასტურა სექსუალური შევიწროვება და ამის გამო, დაგეკისრათ 2000 ლარის გადახდა...
- გამოცხადდა სარეზოლუციო ნაწილი, სადაც ნაწილობრივ არის დაკმაყოფილებული თათია სამხარაძის სარჩელი. ამ გადაწყვეტილებაში საერთოდ არ არის ნახსენები არც სექსუალური შევიწროვება და არც დისკრიმინაცია. მე დღესაც ვამბობ, რომ სექსუალურ შევიწროვებას ადგილი არ ჰქონია, ასე რომ დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 6 /
სვეწკი ბიჭი
ყველა კერძო სექტრი ასეა.. აბა ტქვენ რა გგონიათ ლამაზი გოგოები რო "მუშაობენ" რატო? არ ვიძახი ცოდნით, რომ უსკდებათ თავი ეგეთებზ.. ყველას საკუტარ ბიზნესში ჭირდება ასე ვტქვათ ნაშა და ამაში უხდის ფულს.. ეს გოგოებიც იძახიან ვმუშაობო რეალურად კი ყველამ იცის რაზე მუშაობენ.. მეც რო მქონდეს ჩემი ფირმა კაი ნაშას ავიყვანდი უარს მეტყოდა გავაგდებდი ესაა რა მარტივი ლოგიკა.. მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ასეა და ნუ დაიწყეთ გამოგონება ახალი ველოსიპედის
20:15 / 03-05-2019
გამოხმაურება / 0 /
ზ.კალორია
შალვა რაცაა და ვინცაა და გამომძალველი და ავანტურისტი რომ არის ვიცით ყველამ. მაგრამ ამ საქმეში არ ვამართლებ ამ გოგოს. ქალის და კაცის ურთიერთობა ძალადობა კი არაა არამედ საიდუმლოა. არ ღირს მაინც ამის გასაჯაროება. არ გსიამოვნებს შალვა ბაბა და უნდა წახვიდე. როცა უფროსი თვითონაა. შენ როცა შენ იქნები უფროსი შენ დააკომპლექტე შენი გადაცემა. ეს უფრო სექსის უფლების აკრძალვას ჰგავს ვიდრე ძლადობას. რატომ არ შეიძლება შალვას ჰქონდეს სექსის შეთავაზების უფლება ამ სამხარაძსთან. ეს რომ გეი იყოს და ვინმეს შესთავაზოს სექსი მეორე მოუბრუნდეს და რას მიბედავო მუშტი მოუღეროს პირიქით იქნებოდა სამართალი, ამ გეის გამოიყვანდნენ წამობულად და დაჩაგრულად.
15:16 / 04-01-2018
გამოხმაურება / 0 /
TAMARA
კარგით რა ხალხო, რამიშვილი რომ სექსუალური მანიაკია ყველამ იცის ვინც მის გვერდით მაინც გაუვლია, მარკეტში სრულიად უცხო ადამიანს მითხრა ისეთი უხამსი წინადადება, რასაც არც ერთი ნორმალური კაცი არ იკადრებს
14:59 / 04-01-2018
გამოხმაურება / 0 /
sergi
შალვასთვის კარგი გაკვეთილია მარა ამ გოგოს კაბის ჩაცმა არ დააკისრა სასამართლომ?
10:20 / 04-01-2018
გამოხმაურება / 0 /
Vlfjc
რამიშვილი არის დამპალი საქონელი,ცხოველი ახვარი,
09:00 / 04-01-2018
გამოხმაურება / 0 /
ზუზუ
ნაბიHვარი არაკაცი
20:16 / 03-01-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS