ნოემ სოციალურ ქსელში 2017 წელი შეაჯამა:
"ამხანაგო მეგობრებო!
წლევანდელი წელი აღსავსე იყო ბევრი საინტერესო მოვლენით, რომელთა ჩამოთვლით თავს არ შეგაწყენთ, თუმცა ერთზე მაინც გავჩერდები )
37 წლის თავზე კიდევ ერთხელ მივხვდი, რომ ჩვენ ერთხელ ვცხოვრობთ და ეს შანსი თითოეულმა ადამიანმა, როგორც პირადში, ასევე საქმეში უნდა
წელს „იმედში“ დავბრუნდი და მივხვდი რომ ყველაზე მეტად ეს რეაქტიული და სუმბურული ცხოვრების ტემპი მაკლდა, რაც ახლავს ამ საქმეს.
წელს დაიბადა „პრაიმშოუ“, რომელსაც რამდენიმე თვის წინ ბევრი სკეპტიკურად უყურებდა და დანიშნულებასაც ვერ ხედავდა. თუმცა ძალიან მცირე დროში პროექტი შედგა, რაც გამოიხატა იმ რეიტინგით და მონაცემებით რომელიც ყოველკვირეულად ისედაც ძლიერი კონკურენტის ფონზეც კი ასე გვახარებს, თუმცა მონაცემების გამოქვეყნება ერთობლივად გადავწყვიტეთ თქვენთვის თავზე არ მოგვეხვია, რადგან ეს გზა ვთვლით, უფრო სწორი და უკეთესია.
„პრაიმშოუს“ მეორე სეზონი ჩვენთვის განსაკუთრებული იყო. ჩვენ კიდევ უფრო მეტად შევეცადეთ ვყოფილიყავით ახლოს თითოეულ თქვენგანთან და ამას შემდეგი სეზონიდანაც აუცილებლად გავაკეთებთ. ძალიან დიდი მადლობა ყველას იმ სითბოსთვის, რომელიც წერილებში მოდის, რომელიც ხშირად ქუჩაშიც კი იგრძნობა ადამიანებისგან.
მადლობა ახალგაზრდა, თუმცა ყველაზე მაგარ გუნდს, ვინც პრაიმშოუს აკეთებს, რომელიც ერთი დიდი სითბოთი და სიყვარულით სავსე ოჯახია.
და ბოლოს მადლობა ჩემს 5 პარტნიორს, 5 ბილეთიან ფსიხს, ვინც ასე ავსებს ერთმანეთს და ამ გადაცემას, ვინც ძალიან მიყვარს და საკუთარ თავს ვუსურვებ მათ კარგად ყოფნას, ერთად გვეკეთებინოს კიდევ ბევრი საინტერესო გადაცემა და რათქმაუნდა გაგვეტარებინოს ბევრი საინტერესო დღე!
ასე რომ: თქვენ იყავით კარგად, თორემ ჩემი ნერვების….
Love you all
თქვენი, ნოე სულაბერიძე
31.12.2018“
ამ სტატუსმა ნანუკა ჟორჟოლიანის გაღიზიანება გამოიწვია, რომელმაც ნოე სულაბერიძეს ურჩია მაყურებელი აღარ დააბოლოს.
ნანუკა ჟორჟოლიანი: ნოე, პირველად გადავწყვიტე მომეწერა, ტეხავს მაყურებლის ასე დაბოლება. გილოცავ ახალ წელს.
ნოე სულაბერიძე: გეთანხმები ნანუკა, ჩვენც ბევრჯერ გვინდოდა მოგვეწერა ეს შენთვის, თუმცა მაინც არ გაგვიკეთებია, მრავალს დაესწარი.
ნანუკა ჟორჟოლიანი: დადე რეიტინგები. მე ვდებ ყველას ჩემს გადაცემის გვერდზე. შენც დადე რა , ოღონდ პირველი ოთხი გადაცემა არა, სადაც ნამდვილად დამაჯერებლად მოიგეთ. ჩემს რეიტინგშიც და თქვენთან. აი, ბოლო ორი თვის რეიტინგები დადეთ რა. ჩემი დევს.
ნინი ბადურაშვილი: რა საჭიროა ეს დაჟინებული შეჯიბრი? მთავარი ისაა,რომ ხარისხიანი და კარგი გადაცემა ვაკეთოთ და ხან ერთი მოოგებს ხან მეორე ასეთი გადარევა რეიტინგზე არ მესმის. გილოცავ მეც დაესწარი მრავალს.