ქეთი ხუციშვილისთვის 2017 წელი წარმატებული გამოდგა, თუმცა, იყო რთული პერიოდებიც. მსახიობმა
შექმნა ოჯახი, რომელიც მალე დაენგრა. უცნაური ის არის, რომ მისი ოჯახის შექმნა-დანგრევა თითქმის ვერავინ გაიგო.
- ქეთი, ცოტა ხნის წინ ამბობდნენ, ქეთი გათხოვდა, მაგრამ ძალიან მალე დაშორდა ქმარსო. მართალია ეს ამბავი?- კი, იყო ასეთი მომენტი. მაგრამ მალე დამთავრდა ყველაფერი. არც პირველი ვარ და არც უკანასკნელი, ვისაც ასე დაემართა.
- ასე ჩუმად როგორ მოახერხე ან გათხოვება, ან ურთიერთობის დასრულება, როცა სულ ყურადღების ცენტრში ხარ?
-
მოვახერხე. თუმცა, ამაზე აღარ მინდა საუბარი. არ იყო მარტივი, პირიქით, ძალიან რთული იყო ამ ყველაფრის გადატანა, მაგრამ ძალიან ცოტა ხანს გასტანა. ისევ და ისევ ხალხთან ურთიერთობით გამოვედი მდგომარეობიდან და დღეს თამამად შეიძლება ვთქვა, რომ არაფერი მახსოვს.
ჟურნალი „თბილისელები“