ახალ წლამდე სულ რამდენიმე დღე დარჩა და ყველა დიდ სამზადისშია ჩართული. ამ რიტმს არც ქართველი ცნობილი ადამიანები ჩამოუვარდებიან.
ვერიკო ტურაშვილი (მომღერალი): მე ვხვდები ახალ წელს, როგორც ყოველთვის ან სცენაზე ან სახლში. ამჯერად მომიწევს ცენტრალურ კონცერტზე ყოფნა, სადაც მე და თემო საჯაია ახალ ჰიტს შევასრულებთ. რაც შეეხება საახალწლო მზადებას, სუფრაზე ყველაფერი მექნება, ოღონდ ჩემი გაკეთებული არა (იცინის). ტრადიციად მაქვს, როდესაც 12 საათს გადასცდება, სურვილს ჩავუთქვამ და ის აუცილებლად მისრულდება ხოლმე.
თიკა ჯამბურია (მომღერალი): ახალ წელს ვიქნები
გალა კონცერტზე, შემდეგ კიდევ სამი კონცერტი მაქვს და გვიან მეგობრებს შევუერთდები. ახალ წელს სახლში მე პირადად არაფერს ვაკეთებ, თუმცა, სხვა დროს ხოლმე ძალიან გემრიელ კერძებს ვაკეთებ. ძალიან მიყვარს ახალი წლის პერიოდი, მსიამოვნებს, რადგან სულ დაკავებული ვარ. წელს ნაძვის ხის მორთვაში ჩემი შვილი ნინა დამეხმარა. ახალი წლის ლუქს რაც შეეხება, ისე ვნერვიულობ... არ ვიცი, რას ჩავიცმევ. ორი წელია, ეს პრობლემა მაქვს, ბოლო დღეს ვიწყებ შერჩევას. ძალიან მჯერა ასტროლოგიური ნიშნების და როგორც გავიგე, წელს ჩემი წელია, რომელსაც ძალიან ველოდები.