11 იანვარი, 2014
შორენა ბეგაშვილმა ნატა გულიაშვილს ცხრა წყვილი ფეხსაცმელი აჩუქა
შობას ერთ-ერთ კლუბში საღამო მიმყავდა. ერთი ბიჭი გადამეკიდა, შენ შორენა ბეგაშვილი ხარ და რატომ ამბობ, რომ ნატა ხარო. ასეთი შემთხვევა ბაკურიანშიც მქონდა საახალწლოდ მსახიობმა და ყოფილმა „ამტანმა“ ნატა გულიაშვილმა არაერთი საჩუქარი მიიღო. მათ შორის იყო სუნამოები, უზარმაზარი თაიგული, საღამოს კაბა და რაც მთავარია, შორენა ბეგაშვილის ფეხსაცმელი. ქართული სექსსიმბოლოს ნაცვამ ფეხსაცმელს სხვა ვინ აჩუქებდა ნატას თუ არა თვითონ შორენა. ჩვენ ნატას დავუკავშირდით და ამ თემაზე კომენტარი ვთხოვეთ.

- ნატა, მართალია, რომ შორენა ბეგაშვილმა ფეხსაცმელები გაჩუქა?
-
კი, საახალწლო საჩუქარი გამიკეთა, 9 წყვილი ფეხსაცმელი მაჩუქა, ვეუბნებოდი ჩემი სანტა კლაუსი ხარ-მეთქი. ახალ წელს სწორედ მისი ფეხსაცმელით შევხვდი. ის ჩავიცვი, რომელიც ყველაზე ძალიან მომწონს.
- შენ და შორენა მეგობრობთ?
- შორენასთან კარგი ურთიერთობა მაქვს. სხვათა შორის, გვამსგავსებენ კიდეც ერთმანეთს. შობას ერთ-ერთ კლუბში საღამო მიმყავდა. ერთი ბიჭი გადამეკიდა, შენ შორენა ბეგაშვილი ხარ და რატომ ამბობ, რომ ნატა ხარო. ასეთი შემთხვევა ბაკურიანშიც მქონდა. იმ ბიჭმა კლუბში რომ გავიცანი დღესაც დამირეკა, შორენა როგორ ხარო (იცინის). ვერ დავაჯერე რომ შორენა არ ვიყავი. ჩემს გულში მაინც შორენა იქნებიო, მითხრა.
- შორენამ თუ იცის, მას რომ გამსგავსებენ და როგორი რეაქცია აქვს?
- კი, იცის. ვუყვები ხოლმე და ვხალისობთ ერთად. ისე უკვე იმდენი შემთხვევა მქონდა, თვითონაც გაოცებული ვარ.
- სხვა საჩუქრებიც მიიღე ახალ წელს?
- კი სუნამოები მაჩუქეს, ძალიან ლამაზი საღამოს კაბა, უზარმაზარი თაიგული, იმხელა რომ სახლში ვერ ვტევდი... ზოგადად რიცხვი 9 ჩემთვის იღბლიანია. ამიტომ გამიხარდა 9 წყვილი რომ მაჩუქა. მობილურის და მანქანის ნომერშიც სულ ცხრიანები მაქვს. სხვათაშორის ამ ფეხსაცმელებიდან ორი წყვილი ანუკა ქებურიას კოლექციიდან არის.

ნინო მჭედლიშვილი
სპეციალურად საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 55 /
სოკო და მაზოლები
რაღა უშავს ახლა,სხვისი ნაცვამი ფეხსაცმელი და ესეც რა გაგიჟებულა.
22:52 / 11-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინა
დიდი ხანია გამოიცვალე ძველმანები?
22:37 / 11-01-2014
გამოხმაურება / 0 /
nino
ME VITSI ROM NATA DA SHORENA DZALIAN DIDI XNIS MEGOBREBI ARIAN. TU SHORENAM NATAS TUPLEBI ACHUKA, AR RAARIS GASAKVIRI? dzalian kargi uknia.
22:12 / 11-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინა
მეცოდება ეს გოგო :(
21:55 / 11-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ლელა
ვაიმე, რა ვთქვა აღარ ვიცი.რა არის ეს? რა დონეა? მართლა გაკვირვებული ვარ, მართლა.
21:31 / 11-01-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS