- ნატა, მართალია, რომ შორენა ბეგაშვილმა ფეხსაცმელები გაჩუქა?
-
- შენ და შორენა მეგობრობთ?
- შორენასთან კარგი ურთიერთობა მაქვს. სხვათა შორის, გვამსგავსებენ კიდეც ერთმანეთს. შობას ერთ-ერთ კლუბში საღამო მიმყავდა. ერთი ბიჭი გადამეკიდა, შენ შორენა ბეგაშვილი ხარ და რატომ ამბობ, რომ ნატა ხარო. ასეთი შემთხვევა ბაკურიანშიც მქონდა. იმ ბიჭმა კლუბში რომ გავიცანი დღესაც დამირეკა, შორენა როგორ ხარო (იცინის). ვერ დავაჯერე რომ შორენა არ ვიყავი. ჩემს გულში მაინც შორენა იქნებიო, მითხრა.
- შორენამ თუ იცის, მას რომ გამსგავსებენ და როგორი რეაქცია აქვს?
- კი, იცის. ვუყვები ხოლმე და ვხალისობთ ერთად. ისე უკვე იმდენი შემთხვევა მქონდა, თვითონაც გაოცებული ვარ.
- სხვა საჩუქრებიც მიიღე ახალ წელს?
- კი სუნამოები მაჩუქეს, ძალიან ლამაზი საღამოს კაბა, უზარმაზარი თაიგული, იმხელა რომ სახლში ვერ ვტევდი... ზოგადად რიცხვი 9 ჩემთვის იღბლიანია. ამიტომ გამიხარდა 9 წყვილი რომ მაჩუქა. მობილურის და მანქანის ნომერშიც სულ ცხრიანები მაქვს. სხვათაშორის ამ ფეხსაცმელებიდან ორი წყვილი ანუკა ქებურიას კოლექციიდან არის.
ნინო მჭედლიშვილი
სპეციალურად საიტისთვის




















