11 იანვარი, 2014
შორენა ბეგაშვილმა ნატა გულიაშვილს ცხრა წყვილი ფეხსაცმელი აჩუქა
შობას ერთ-ერთ კლუბში საღამო მიმყავდა. ერთი ბიჭი გადამეკიდა, შენ შორენა ბეგაშვილი ხარ და რატომ ამბობ, რომ ნატა ხარო. ასეთი შემთხვევა ბაკურიანშიც მქონდა საახალწლოდ მსახიობმა და ყოფილმა „ამტანმა“ ნატა გულიაშვილმა არაერთი საჩუქარი მიიღო. მათ შორის იყო სუნამოები, უზარმაზარი თაიგული, საღამოს კაბა და რაც მთავარია, შორენა ბეგაშვილის ფეხსაცმელი. ქართული სექსსიმბოლოს ნაცვამ ფეხსაცმელს სხვა ვინ აჩუქებდა ნატას თუ არა თვითონ შორენა. ჩვენ ნატას დავუკავშირდით და ამ თემაზე კომენტარი ვთხოვეთ.

- ნატა, მართალია, რომ შორენა ბეგაშვილმა ფეხსაცმელები გაჩუქა?
-
კი, საახალწლო საჩუქარი გამიკეთა, 9 წყვილი ფეხსაცმელი მაჩუქა, ვეუბნებოდი ჩემი სანტა კლაუსი ხარ-მეთქი. ახალ წელს სწორედ მისი ფეხსაცმელით შევხვდი. ის ჩავიცვი, რომელიც ყველაზე ძალიან მომწონს.
- შენ და შორენა მეგობრობთ?
- შორენასთან კარგი ურთიერთობა მაქვს. სხვათა შორის, გვამსგავსებენ კიდეც ერთმანეთს. შობას ერთ-ერთ კლუბში საღამო მიმყავდა. ერთი ბიჭი გადამეკიდა, შენ შორენა ბეგაშვილი ხარ და რატომ ამბობ, რომ ნატა ხარო. ასეთი შემთხვევა ბაკურიანშიც მქონდა. იმ ბიჭმა კლუბში რომ გავიცანი დღესაც დამირეკა, შორენა როგორ ხარო (იცინის). ვერ დავაჯერე რომ შორენა არ ვიყავი. ჩემს გულში მაინც შორენა იქნებიო, მითხრა.
- შორენამ თუ იცის, მას რომ გამსგავსებენ და როგორი რეაქცია აქვს?
- კი, იცის. ვუყვები ხოლმე და ვხალისობთ ერთად. ისე უკვე იმდენი შემთხვევა მქონდა, თვითონაც გაოცებული ვარ.
- სხვა საჩუქრებიც მიიღე ახალ წელს?
- კი სუნამოები მაჩუქეს, ძალიან ლამაზი საღამოს კაბა, უზარმაზარი თაიგული, იმხელა რომ სახლში ვერ ვტევდი... ზოგადად რიცხვი 9 ჩემთვის იღბლიანია. ამიტომ გამიხარდა 9 წყვილი რომ მაჩუქა. მობილურის და მანქანის ნომერშიც სულ ცხრიანები მაქვს. სხვათაშორის ამ ფეხსაცმელებიდან ორი წყვილი ანუკა ქებურიას კოლექციიდან არის.

ნინო მჭედლიშვილი
სპეციალურად საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 55 /
ანა
შორენა გენაცვალე გულში
19:22 / 13-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ia
მართლა ძალიან გვანან , ნამდვილად ერთI და იგივე პლასტიკური ქირურგი ეყოლებათ
17:33 / 13-01-2014
გამოხმაურება / 0 /
nata guliashvili
lado xar tu vigatsa xar, meti saqme ar gakvs she ubeduro adamianooooo? dzalian minda, rom koreqtuli viko da tavs vikaveb tsudi sitkvebit mogmarto magram, normalur lapasraks ar imsaxureb. es tsudi mesijebi kvela sheni daterilia. ras xalisob she ubeduro? saqme ar gakvsssssss? shen tavs mixede raaaaa? vin vis ra achuka, ra sheni saqmeaaaaaaa? gavaprine raaaaa? mokled gadamakoles am tuplebs raaaaaaaaaaaaaaaaaaaa. es ra ubedurebaaaaaa? ra gtirt xalxno? tkventvis araperi ar uchukebiat tu, megobrebi ar gkavtttt? tkuidan gadavdeki ra es ori dgeaaaaa. segazizgeben qartvelobasat da qartveebsad raaaaaa. gavgijdi es ra sashineli xalxi txovrobs am saqartveloshi.
13:00 / 13-01-2014
გამოხმაურება / 0 /
...
ნატა მშვიდობაში. გაცვითე :)))
01:44 / 13-01-2014
გამოხმაურება / 0 /
sofiiiiiiiiiiii
ისეეე შორენა მართლა კარგი გოგა, რა ვქნა ძალიან მომწონს ხელოვნურია თუ აწყობილი, ისე სიკეთის ნიშნები აროს, მე სხვა ასეი ცნობილი სახისგან არ გამიგია მსგავსი საქციელი.. მომწონსს კარგი გოგო ხაარ სჰოკო თან ძალიან ლამაზიიიი
22:12 / 12-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ნატა
ეხლა,ოოოოოოოოოოოო. მგონი არავინ იმდენს არ ლაპარაკობს, რამდენსაც შენ. მგონი გსიამოვნებს აქ რაც ხდება და ფასონობ რაღაცას.
21:47 / 12-01-2014
გამოხმაურება / 0 /
nata guliashvili.
gmerto gadavirie, es ra ajiotaji gamoitvia am chemma tuplebmaaa? es ra xdebaaa? xalxno megobrebi ar gkavtttt? aravi arapers ar gchuknitttt? ra gasakviria is rom shorenam tuplebi machuka? shorena chemi 10_tlis megobaria. amtanamde vitsnobdi da dgemde dzalian vmegobrobt ra gasakviria xalxno eessss? gadavirie raaaaa. tsnobistvis, eg tuplebi kvela axalia da imitom ar machuka rom mitirs da, damexmara. gvtis tkalobit makvs imdeni sashvaleba, rom tuplit vikido da tansatmelebi. :))) ubralod megobarma, sachukari gamiketa. ra aris ak gasakviri? megobrebi tkven sachukrebs ar gchuknian? :):):)
20:20 / 12-01-2014
გამოხმაურება / 0 /
პიპინია
AMBEBI.GE დაჰაკეს???
17:15 / 12-01-2014
გამოხმაურება / 0 /
გიო
აი ბავშვებსაც გადაწვდნენ:( ბავშვების შეურაცყოფა კარგი საქციელია?:((გაგიჯდება კაცი
16:42 / 12-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ლუარა
ეს არის ქართული ჟურბალისტიკა! უსუსური და უნიჭო შემოქმედება, ვის რაში აინტერესებს ნატა გულიაშვილს ვინ რა აჩუქა და ვინ აჩუქა, დაავადებული ერი ვართ, ჟურნალისტიკა კიდე უფრო
16:36 / 12-01-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS