27 დეკემბერი, 2017
"გამწარებულ მამას რას უპასუხებთ, რატომ არ დააკავეთ და შუბლში ესროლეთ ტყვია მის მწოლიარე შვილს"
ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი პანკისში ჩატარებულ სპეც-ოპერაციას ეხმაურება.
"ხვალ, პანკისის ხეობაში თემის შეკრებაა. გამოვალთ გარეთ, ხმას ავიმაღლებთო. სახლში გვივარდებიან გვხოცავენ, დავიღალეთ უსამართლობითო...გამწარებულები არიან...მებრძოლი ხალხია ქისტები და სამართლიანიც.

გვანახეთ ვინ ესროლა და ვისი დავალებით გასწირა 19 წლის ბიჭი სასიკვდილოთ იმ უღმერთო ადამიანის სახე...ვის უნდა ჩვენს მონათესავე ერთან შუღლის ჩამოგდება!!!!

გამწარებულ მამას რას უპასუხებთ, რატომ არ დააკავეთ და შუბლში ესროლეთ ტყვია მის მწოლიარე შვილს ან ვინ იცის მძინარეს...არც მე მოვითმენ ამ უსამართლობას, რადაც არ უნდა დამიჯდეს! ერთი იმედია
- სიცოცხლე...და გვჯერა ის არ მიატოვებს ტემირლანს.." - წერს კუბლაშვილი.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS