"ამ სიმღერის ტექსტს არც მაშინ იმსახურებდით, მაგრამ უკეთესი მომავლის იმედად დავწერეთ.
გაგამხნევეთ, შეგაქეთ, ნდობა და სიყვარული დაგიდეთ დეპოზიტზე.
ბოლოს და ბოლოს ეს სიმღერა იმისთვის გაგიკეთეთ, რომ თქვენს მთვრალ თანამშრომლებს, რესტორნებში “დენ პაბედი"-ზე ცეკვა შეეწყვიტათ და რამე თავისი ჰქონოდათ (ესეც პრობლემა იყო მაშინ და მთავრობის სხდომებზეც კი დარდობდნენ ამაზე)
მაშინ პატრული ახალი იყო, გამჭირვალე შუშის შენობები ახალი იყო,
ვერ წარმოვიდგენდი რომ განახლება და გაკეთილშობილება სადღაც შეწყდებოდა და სისტემაში ისევ დარჩებოდნენ გულისამრევი, წარუმატებელი, კომპლექსიანი სირები, ყაჩაღისგან და ბანდიტისგან რომ ვერ გაარჩევ თუ საბუთი არ გიჩვენა.
ხო აი ისინი, დღემდე ყველაზე ამოსაცნობი ყლეზმანები რომ დადიან ვითომ ოპერატიული გამოხედვებით, შავ-შავი ჯინსებით და წვეტიანი ყლეტუფლებით, შარვალში იარაღგათხრილები და უტიფრები.
ხხხხხ თფუუუუ!....
ყურები რატომ არ მომძვრა!
ხელები რატომ არ გამიხმა!
ჩემი უდიდესი პატივისცემა ყველა კარგ პოლიციელს !" - წერს ხაჩიძე.