ჩემი პერსონაჟი – ნუნუ, არ იყო ცუდი ადამიანი, თან ბოლოს ბევრი იწვალა, ოპერაცია გაიკეთა, მაგრამ მაინც დაასრულა მოღვაწეობა, გაქრა.
როგორც წესი, სერიალების ერთგული მაყურებლები მსახიობების შეცვლას მტკივნეულად აღიქვამენ. ამის ნათელი მაგალითია ''ჩემი ცოლის დაქალები'', სადაც კატოს როლის შემსრულებლის, ნინო გაჩეჩილაძეს ლელა მებურიშვილით ჩანაცვლებას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა, თუმცა ეს ცვლილება ალბათ დიდი ამბის ატეხვად არ ღირდა, რადგან ლელამ მშვენივრად გაართვა თავი როლს და მის მიერ შექმნილი კატოც მალევე გახდა საყვარელი პერსონაჟი სერიალის გულშემატკივრებისთვის.მსახიობების ხშირი მონაცველობა უკვე
როგორც გავიგე, ამჯერად თეკლას როლის შემსრულებლი ანა ქურთუბაძე და ერთ-ერთი მთავარი სახასიათო გმირი ნუნუ დეიდა, იგივე ქეთევან კანტიძე სერიალში აღარ მონაწილობენ. ინფორმაციის გადასამოწმებლად ჯერ ანა ქურთუბაძეს დავუკავშირდი, რომლის საქციელმააც გამაოგნა... უცვლელად გთავაზობთ ჩვენს საუბარს...
- ანა, გამარჯობა... ინფორმაციის გადასამოწმებლად გირეკავთ.. გავიგეთ, რომ სერიალ ''შუა ქალაქიდან'' წამოხვედით, მართალია?
- არა, ეს სიმართლეს არ შეესაბამება.
- ქეთევან კანტიძეზეც იგივე ინფორმაცია გვაქვს, მისი გმირი, ნუნუ რჩება სერიალში?
- დიახ, ეს საკითხი ჯერჯერობით გარკვეული არ არის.
- ახალ სეზონში თითქმის არ ჩანს არც თქვენი და არც ქეთევან კანტიძის გმირი, ეს რისი ბრალია?
ამ შეკითხვის შემდეგ ანამ ტელეფონი გამითიშა, რასაკვირველია, გადავურეკე, მაგრამ აღარ მიპასუხა.
შემდეგ იმავე ამბის გასარკვევად ქეთევან კანტიძეს დავუკავშირდი, რომელმაც გულღიად და როგორც სჩვევია, ხალისიანად მიპასუხა...
-დიახ, გამათავისუფლეს.
-მიზეზი რა იყო?
-არ ვიცი, ალბათ ჩემმა პერსონაჟმა ამოწურა თავი, ეს სცენარისტებს უნდა ჰკითხოთ.
-მე ის მაინტერესებს, თქვენ როგორ აგიხსნეს ცვლილება...
-მე მითხრეს, რომ პერსონაჟმა მეტი განვითარება ვერ ჰპოვა.
-დაგწყდათ გული?
-კი, როგორ არა. რაღაცნაირად მიყვარდა ჩემი პერსონაჟი – ნუნუ, არ იყო ცუდი ადამიანი, თან ბოლოს ბევრი იწვალა, ოპერაცია გაიკეთა, მაგრამ მაინც დაასრულა მოღვაწეობა, გაქრა (იღიმის).
-ანა ქურთუბაძეც აღარ ჩანს ბოლო სერიებში, ისიც ხომ არ გაუშვეს?
-კი, ოღონდ მის შემთხვევაში საქმე ცოტა სხვაგვარადაა, თუ დასჭირდათ, მისი გმირი შეიძლება ისევ გამოიძახონ, თუ სიუჟეტმა მოითხოვა, შეიძლება ისევ გამოჩნდეს ეკრანზე.
-ანუ ის ძირითადი გმირი აღარ იქნება?
-დიახ, ასეა.
-თუ გაქვთ რაიმე სიახლე შემოქმედებაში?
-არა, არაფერი, ველოდები ახალ შემოთავაზებებს.
-დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ.
ციცი ომანიძე
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის




















