18 მაისი, 2013
რატომ გაუშვეს ''შუა ქალაქიდან'' თეკლა და ნუნუ

ჩემი პერსონაჟი – ნუნუ, არ იყო ცუდი ადამიანი, თან ბოლოს ბევრი იწვალა, ოპერაცია გაიკეთა, მაგრამ მაინც დაასრულა მოღვაწეობა, გაქრა.

როგორც წესი, სერიალების ერთგული მაყურებლები მსახიობების შეცვლას მტკივნეულად აღიქვამენ. ამის ნათელი მაგალითია ''ჩემი ცოლის დაქალები'', სადაც კატოს როლის შემსრულებლის, ნინო გაჩეჩილაძეს ლელა მებურიშვილით ჩანაცვლებას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა, თუმცა ეს ცვლილება ალბათ დიდი ამბის ატეხვად არ ღირდა, რადგან ლელამ მშვენივრად გაართვა თავი როლს და მის მიერ შექმნილი კატოც მალევე გახდა საყვარელი პერსონაჟი სერიალის გულშემატკივრებისთვის.

მსახიობების ხშირი მონაცველობა უკვე
ჩვეულებრივ მოვლენად იქცა სერიალ ''შუა ქალაქისთვის''. პირველი ''დარტყმა'' შემოქმედებითმა ჯგუფმა მაყურებელს მაშინ მიაყენა, როდესაც დები ღლონტები, დათო, სანდრო ანანო და მათი მეგობრები გაუშვა, ალბათ იფიქრეს, რომ ახალი სახეების შემოყვანით სერიალის რეიტინგი გაიზრდებოდა... გაამართლა თუ არა ამ ხერხმა, უცნობია, მაგრამ ფაქტია, რომ ''შუა ქალაქი'' ყოველ ახალ სეზონს ახალი გმირების ახალი ცხოვრებით იწყებს, არადა მაყურებელს უკვე შეჩვეული გმირის ცხოვრების განვითარება უფრო აინტერესებს, ვიდრე ახალი პერსონაჟის გამოჩენა და მისი ცხოვრებისეული დეტალები...

როგორც გავიგე, ამჯერად თეკლას როლის შემსრულებლი ანა ქურთუბაძე და ერთ-ერთი მთავარი სახასიათო გმირი ნუნუ დეიდა, იგივე ქეთევან კანტიძე სერიალში აღარ მონაწილობენ. ინფორმაციის გადასამოწმებლად ჯერ ანა ქურთუბაძეს დავუკავშირდი, რომლის საქციელმააც გამაოგნა... უცვლელად გთავაზობთ ჩვენს საუბარს...

- ანა, გამარჯობა... ინფორმაციის გადასამოწმებლად გირეკავთ.. გავიგეთ, რომ სერიალ ''შუა ქალაქიდან'' წამოხვედით, მართალია?
- არა, ეს სიმართლეს არ შეესაბამება.
- ქეთევან კანტიძეზეც იგივე ინფორმაცია გვაქვს, მისი გმირი, ნუნუ რჩება სერიალში?
- დიახ, ეს საკითხი ჯერჯერობით გარკვეული არ არის.
- ახალ სეზონში თითქმის არ ჩანს არც თქვენი და არც ქეთევან კანტიძის გმირი, ეს რისი ბრალია?
ამ შეკითხვის შემდეგ ანამ ტელეფონი გამითიშა, რასაკვირველია, გადავურეკე, მაგრამ აღარ მიპასუხა.

შემდეგ იმავე ამბის გასარკვევად ქეთევან კანტიძეს დავუკავშირდი, რომელმაც გულღიად და როგორც სჩვევია, ხალისიანად მიპასუხა...

-დიახ, გამათავისუფლეს.
-მიზეზი რა იყო?
-არ ვიცი, ალბათ ჩემმა პერსონაჟმა ამოწურა თავი, ეს სცენარისტებს უნდა ჰკითხოთ.
-მე ის მაინტერესებს, თქვენ როგორ აგიხსნეს ცვლილება...
-მე მითხრეს, რომ პერსონაჟმა მეტი განვითარება ვერ ჰპოვა.
-დაგწყდათ გული?
-კი, როგორ არა. რაღაცნაირად მიყვარდა ჩემი პერსონაჟი – ნუნუ, არ იყო ცუდი ადამიანი, თან ბოლოს ბევრი იწვალა, ოპერაცია გაიკეთა, მაგრამ მაინც დაასრულა მოღვაწეობა, გაქრა (იღიმის).
-ანა ქურთუბაძეც აღარ ჩანს ბოლო სერიებში, ისიც ხომ არ გაუშვეს?
-კი, ოღონდ მის შემთხვევაში საქმე ცოტა სხვაგვარადაა, თუ დასჭირდათ, მისი გმირი შეიძლება ისევ გამოიძახონ, თუ სიუჟეტმა მოითხოვა, შეიძლება ისევ გამოჩნდეს ეკრანზე.
-ანუ ის ძირითადი გმირი აღარ იქნება?
-დიახ, ასეა.
-თუ გაქვთ რაიმე სიახლე შემოქმედებაში?
-არა, არაფერი, ველოდები ახალ შემოთავაზებებს.
-დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ.

ციცი ომანიძე

სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის

 

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 14 /
ლიკა
რამ გაგაოგნა, პატივცემულო ჯურნალისტო? იმ დროს ანას გვერდით ვიკავი და რეპეტიციაზე იკო რომ დაუკერეკე, რომ გიპასუხა, იმაზეც მადლობა ტკვი რააა
14:31 / 30-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ანა
ანა ქურთუბაძე არ გაუშვიათ სერიალიდან, ცინა ჩაწერაზეც ვიკავი და ეხლაც და არის, იკითა შაბათ-კვირიადნ იკნება ისევ... და ამ სულელ ჯურნალისტებს მივმართავ, როცა არ იცით დანამდვილებით ინფორმაცია, ნუ ავრცელებტ
14:29 / 30-06-2013
გამოხმაურება / 0 /
სოფო
რამდენი ვიხალისე კომენტარებზე ))))) მე პირადად არცერთ ქართულ სერიალს არ ვუყურებ, თითო სერიაც კი არ მაქვს ნანახი, მაგრამ ის კი ვიცი რომე ს სხვა სერიალია და თქვენ სხვა სერიალზე წერთ ))))))) ისე რა მოცლილი უნდა იყო ადამიანი ასე მძაფრად რომ განიცდიდე რომელიმე პერსონაჟის წასვლას ან შეცვლას ))))) მეტი სადარდებელი არ მოგცეთ ღმერთმა :*
14:55 / 20-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ნიკა1
ეს სხვა სერიალია :D სხვაა :D პოსტავთ კი და ვერ იგებთ რაზე ან რისთვის პოსტავთ. გაგიჟდა ეს ხალხი :D
14:15 / 20-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ნუნუ ბიცოლა
კარგად ვინც თამაშობდა ყველა გამოუშვიათ.
13:09 / 20-05-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS