მომღერალი ნათია დუმბაძე შვილის მოლოდინშია. მეორე ორსულობა მარტივი არ ყოფილა - ტოქსიკოზის მიუხედავად, მომღერალი აქტიურად მუშაობდა, ამას ემატებოდა ისიც, რომ მისი მეუღლე ბაჩო ბატატუნაშვილი მთელი ამ ხნის განმავლობაში მის გვერდით არ იმყოფებოდა და ცოლის ორსულობას, ფაქტობრივად, ინტერნეტიდან ადევნებდა თვალყურს.
რასაკვირველია, ნათიას უჭირდა ქმრის გარეშე ყოფნა და ამას ჩვენთან ინტერვიუშიც აღნიშნავდა, თუმცა, შვილი 9 წლის დუდუ და მეგობრები მუდამ გვერდით ედგნენ
და მოწყენის საშუალებას არ აძლევდნენ. მაგალითად, ნათიას დაბადების დღეზე სიურპრიზი მოუწყვეს, სახლში ღამით, მოულოდნელად ეწვივნენ და გაახარეს, მეორე დღეს კი იუბილე აღნიშნეს და ნამდვილად დასამახსოვრებელი ტორტიც გაუკეთეს.
ასეთი რთული პერიოდის შემდეგ, 8 თვის ორსულმა დუმბომ მოახერხა და მეუღლესთან ამერიკაში ჩავიდა. ბედნიერი წყვილი შობას ქვიშიანი სანაპიროდან გვილოცავს და ულამაზეს ფოტოებს აქვეყნებს.
განაგრძეთ კითხვა: