22 დეკემბერი, 2017
"ვითომ გაგვიჭირდა და ჩვენი პირველი ღამის ვიდეოს ვყიდდით" - თიკა მახალდიანი მორიგი თავდასხმის მსხვერპლი გახდა
მომღერალი თიკა მახალდიანი პირველ შვილს ელოდება. მისი და თემო პირველაშვილის გოგონა თებერვლის ბოლოს გაჩნდება. თემოს პირველი ქორწინებიდან 17 წლის ბიჭი ჰყავს, თიკა დედა პირველად გახდება.

- თიკა როგორ შეცვალა ამ ლამაზმა თვეებმა ცოლ-ქმრის ურთიერთობა?

- უფრო კარგისკენ შეცვალა. ორსულობისას ვფიქრობდი, ერთმანეთი ამაზე მეტად როგორ უნდა შეგვიყვარდეს-მეთქი. ახლა რომ ვუკვირდები, გრძნობები უფრო გაგვიმძაფრდა. ბავშვი რომ დაიბადება, დარწმუნებული ვარ, ეს კიდევ სხვაგვარად იმოქმედებს ჩვენს ურთიერთობაზე.

- როგორ გრძნობთ თავს შვილის მოლოდინში?

- პატარას თებერვლის ბოლოდან ველოდები. გოგო
გვეყოლება, რაც ჩემთან ერთად თემოს ოცნებაც იყო. ეს იმხელა ბედნიერებაა, გამოხატვა მიჭირს. ჩემი პატარა ძალიან ჭკვიანად იქცევა, მუცელში დადის, მაგრამ არ მაწუხებს. ღვთის წყალობით, კარგი ორსულობა მაქვს, შვიდ თვემდე ისე მოვედი, ტოქსიკოზსაც არ შევუწუხებივარ.

- როცა დაოჯახდით, თქვენზე ბევრი ჭორ-მართალი გავრცელდა. ჩაცხრა მითქმა-მოთქმა?

- ჩემს ქმარზე ისიც თქვეს, მაფიოზიაო. სიმართლე გითხრათ, ასეთი უაზრო სტატიები და კომენტარები აღარ მაინტერესებს. ამას წინათ სოციალურ ქსელში უცნობმა ადამიანებმა ჩემი და თემოს ფოტო გამომიგზავნეს, რომელიც სასტუმროს ნომერშია გადაღებული. სურათზე კი წარწერა იყო, სადაც ვითომ მე ვწერდი, რომ ისე გაგვიჭირდა, ჩვენი პირველი ღამის ვიდეოს ვყიდდით.
ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს კანონი, რომ ასეთ ხალხს ვუჩივლო.


ჟურნალი "სარკე"
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
ლელი
ინტიმური ფოტოების გამოქვეყნება მაგარი გოიმობაა, თუმცა ქმარს ისეთი ბედნიერი სახე აქვს, რომ ამას ვერასოდეს მიხვდება.
14:19 / 24-12-2017
გამოხმაურება / 0 /
ქალს რომელმაც ოჯახი დაანგრაი და 17 წლის ბიჭი უმამოდ დატოვა იმის ეკითხებით როგორ ხარო?
ეს იმხელა ბედნიერებაა გამოხატვა მიჭირსო ამბობს მახალდიანი. ერთი იმ ქალისთვის გეკითხა მახალდიანი რამდენად უბედურია როცა ქმარი ააახიე
11:45 / 23-12-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS