- თიკა როგორ შეცვალა ამ ლამაზმა თვეებმა ცოლ-ქმრის ურთიერთობა?
- უფრო კარგისკენ შეცვალა. ორსულობისას ვფიქრობდი, ერთმანეთი ამაზე მეტად როგორ უნდა შეგვიყვარდეს-მეთქი. ახლა რომ ვუკვირდები, გრძნობები უფრო გაგვიმძაფრდა. ბავშვი რომ დაიბადება, დარწმუნებული ვარ, ეს კიდევ სხვაგვარად იმოქმედებს ჩვენს ურთიერთობაზე.
- როგორ გრძნობთ თავს შვილის მოლოდინში?
- პატარას თებერვლის ბოლოდან ველოდები. გოგო
- როცა დაოჯახდით, თქვენზე ბევრი ჭორ-მართალი გავრცელდა. ჩაცხრა მითქმა-მოთქმა?
- ჩემს ქმარზე ისიც თქვეს, მაფიოზიაო. სიმართლე გითხრათ, ასეთი უაზრო სტატიები და კომენტარები აღარ მაინტერესებს. ამას წინათ სოციალურ ქსელში უცნობმა ადამიანებმა ჩემი და თემოს ფოტო გამომიგზავნეს, რომელიც სასტუმროს ნომერშია გადაღებული. სურათზე კი წარწერა იყო, სადაც ვითომ მე ვწერდი, რომ ისე გაგვიჭირდა, ჩვენი პირველი ღამის ვიდეოს ვყიდდით.
ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს კანონი, რომ ასეთ ხალხს ვუჩივლო.
ჟურნალი "სარკე"