21 დეკემბერი, 2017
სანდრა რულოვსი მიხეილ სააკაშვილთან თანაცხოვრების სირთულეებზე ალაპარაკდა
სანდრა რულოვსის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ტემპერამენტთან შეგუება რთული იყო. ამის შესახებ მან უკრაინულ არხს განუცხადა.

"24 წლის მერე უფრო და უფრო ვეჩვევი. რა თქმა უნდა, ეს რთული იყო, მაგრამ ასეთია მისი ტემპერამენტი. ამის საწინააღმდეგოდ ვერაფერს გააკეთებ. ამაში დადებითი რაღაცებიც არის და უარყოფითიც.

ეს წვრილმანია, მე კი მთლიან სურათს ვხედავ. ვხედავ, რომ თავის შვილებს საკმარისი დრო არ დაუთმო, თუმცა, მას ისეთი ქვეყნის აშენება სურს, სადაც ცხოვრება კარგი იქნება. ამას ხომ თავისი შვილებისთვისაც აკეთებს, ჩემთვისაც და ხალხისთვისაც",
- აღნიშნავს სანდრა რულოვსი.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
გუგა
ეჰ, სანდრა, ისევ ილუზიებით ცხოვრობ, თუ ჩვენ გვაყრი ვითომ თვალებში ნაცარს: „ისეთი ქვეყნის აშენება სურს".... კარგი რა, აღარც მეცინება, ისე ამოვიდა ყელში ეს სტანდარტული, ათასჯერ გამეორებული ფრაზები, რომლისაც მხოლოდ ფანებს თუ სჯერათ. საბედნიეროდ, ცოტანი არიან.
14:28 / 24-12-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS