10 იანვარი, 2014
სამყაროზე გაბრაზებული მაია დარსმელიძის რისხვა "ახალი ხმის" ნახევარფინალში
სოციალურ ქსელებში გამოხმაურებების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, დარსმელიძის ამგვარ საქციელს არც ერთი ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი არ მიესალმა საქართველოში მუსიკალური კონკურსების მიმართ საკმაოდ მიკერძოებული და ტენდენციური დამოკიდებულება არსებობს.

ალბათ, შესაბამისი კვლევა რომ ჩატარებულიყო, ქართველები პირველ ადგილს დავიკავებდით მათ შორის, ვისაც ამქვეყნად ყველაზე მეტად ედარდება, რომელ ადგილს აიღებს მისი წარგზავნილი იურმალაში, ''ევროვიზიაზე'' თუ სხვა მსგავსი ტიპის ღონისძიებაზე.

ქვეყნის შიგნით, ქვეყნის მთავარ არხებზე მიმდინარე მუსიკალური შოუებიც მუდმივად კამათისა
და განსჯის საგანია.

ასეთთა შორის არის ''იმედის'' ''ახალი ხმა'', რომელიც, წესითა და რიგით, ძალიან რეიტინგული გადაცემა უნდა გამოსულიყო, ახალ-ახალი ვარსკვლავებიც აღმოეჩინა და ისინი საუკეთესო რეპერტუარით წარმოეჩინა ქართველი მაყურებლების წინაშე.

ყოველ შემთხვევაში, ამას აკეთებს ''ახალი ხმის'' ყველა შოუ, რომელიც ამა თუ იმ ქვეყანაში წარმატებით მიმდინარეობს. თუმცა საქართველოში ის ისეთივე რეიტინგული ვერ გახდა, როგორც სხვა ქვეყნებშია და ამას თავისი სრულიად კონკრეტული, ობიექტური მიზეზები აქვს.

პირველი და უმთავრესი მიზეზი კი არის მწვრთნელთა ის შემადგენლობა, რომელიც ''ვოისის'' პირველ და მეორე სეზონზე ვიხილეთ და მათი დამოკიდებულება ამ პროექტის მიმართ.

განსაკუთრებულად კი ამ მხრივ აღსანიშნავია მაია დარსმელიძე, რომელმაც ''ვოისის'' ნახევარფინალში, 7 იანვარს, განსაკუთრებულად არაჰუმანური ქცევით დაგვამახსოვრა თავი თავისივე გუნდის წევრის მიმართ.

არადა, საგულისხმოა პროექტის ფორმატი, რომელიც ყველა სხვა მუსიკალური ანალოგისგან ერთი მნიშვნელოვანი დეტალით, მონაწილეებისადმი გამორჩეულად ჰუმანური დამოკიდებულებით ხასიათდება.

მწვრთნელებიც, გადაცემის წამყვანებიც, პროდიუსერებიც და საერთოდ, ყველა ის ადამიანი, ვინც ახლოსაც კი ჩაივლის ამ გადაცემასთან, ვალდებული არიან, მონაწილეს ადამიანურად მოეპყრან, არ დასცინონ, არ გაამასხარაონ და მით უმეტეს, აგრესიული დამოკიდებულება არ გამოამჟღავნონ.

ცნობილია, რომ რუსული ''ვოისის'' წამყვანს, დიმიტრი ნაგიევს პირველი სეზონის მიმდინარეობისას, შოუს ორგანიზატორები დაემუქრნენ, რომ თუკი ტონს არ შეიცვლიდა და მონაწილეების მიმართ სითბოს არ გამოამჟღავნებდა, პროექტიდან კისრისტეხით გაისვრიდნენ, რის შემდეგაც ნაგიევი დარბილდა, დამშვიდდა, თავისი ირონიული მოსაზრებები თავისთვის შეინახა და საკუთარი მოვალეობის შესრულებას ისე შეუდგა, როგორც ამას პროექტი ითვალისწინებს.

ალბათ, ''ახალი ხმის'' მესვეურებს ყველაზე ცუდ სიზმარშიც კი არ უნახავთ ის, რაც 7 იანვრის საღამოს ''ვოისის'' ქართულ ეთერში იხილეს - მაია დარსმელიძის დაუმთავრებელი მონოლოგი, გაგულისებული მწვრთნელი, რომელმაც ვერ დაიოკა ემოციები და ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, გაანადგურა თავისივე გუნდის წევრი თაკო ოქროპირიძე.

განაცხადა, რომ ყველანაირ პასუხისმგებლობას იხსნიდა ამ მონაწილის მიმართ, რომ თაკო არ იმსახურებდა ფინალში მოხვედრას მხოლოდ იმიტომ, რომ მას ახლობლები უმესიჯებდნენ (?!) და თუკი თაკო ფინალში გავიდოდა, მაია მოხარული იქნებოდა, თუკი პროექტს წააგებდა.

მით უმეტეს გასაკვირია ამგვარი საუბრები იმ ადამიანისგან, რომელმაც თავადვე შეარჩია მონაწილე, დააჭირა ხელი ღილაკს, ამდენ ხანს კონკურსანტი თავის გუნდში ჰყავდა და უცებ აღმოაჩინა, რომ ის ფინალში გადასვლის ღირსი არ არის.

მაგრამ ალბათ, ფორმასაც გააჩნია, როგორ იტყვი ამ ყველაფერს და ბოლოს, როგორ მოიქცევი. როცა შენს კონკურსანტს 100 ქულიდან ერთს დაუწერ და გასაგდებად გაიმეტებ, არანაირ შანსს არ უტოვებ, რომ იბრძოლოს მხოლოდ იმიტომ, რომ შენი შერჩეული სიმღერა არ შეასრულა, ეს, ალბათ, ადამიანს ძალიან ცუდად ახასიათებს.

მაია დარსმელიძე ნამდვილად კარგი ვოკალისტია, მაგრამ რაც შეეხება მუსიკოსობას, რომელზეც თავს დებს - მუსიკოსი ცარიელი სიტყვა არ არის და უნდა დაიმსახურო, რომ მუსიკოსი დაგიძახონ.

მათ შორის პიროვნული თვისებებითაც. მთელ სამყაროზე გაბრაზებული მუსიკოსი, რომელმაც არ იცის, როგორ მოექცეს ახალგაზრდა კოლეგას, არცთუ სასიამოვნო სანახავია და მაყურებელი არ არის ვალდებული, რომ მომავალ სეზონშიც უყუროს მსგავს სცენებს.

სოციალურ ქსელებში გამოხმაურებების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, დარსმელიძის ამგვარ საქციელს არც ერთი ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი არ მიესალმა.

ასე რომ, კარგი იქნება, თუკი გადაცემის ქართველი ავტორები გაითვალისწინებენ საზოგადოების აზრს და მიუთითებენ ადამიანებს, რომ იმის გამო, რომ მას სიმღერა უნდა, ასეთი შეურაცხყოფის მიყენება არ შეიძლება...

სალომე დადიანი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 56 /
თამო
მაიას საქციელი არცერთი ნორმალურად მოაზროვნე ადამიანისთვის არ იყო მისაღები. თაკო შემდგარი ვოკალისტია და ასე ადამიანის მიწასთან გასწორება არ შეიძლება, მითუმეტეს მის გუნდში იყო. თაკომ აირჩია მაია და ნდობა გამოუცხადა, ანუ ეს იმას ნიშნავდა რომ რაღაც ვალდებულება ქონდა მისადმი მაიასაც, ანუ მისი "კარგი მხარის" ჩვენება, შემდეგ თაკოს აძლევს სიმღერას, რომელსაც პროდიუსერები უწუნებენ მაიას, და რომელიც იყო არამომგებიანი სიმღერა. ამას რათქმაუნდა თაკო მიხვდა და შეეწინააღმდგეა, თანაც დრო აღარ რჩებოდა, ეს მაიამ ვერ აიტანა და შური იძია. აი სულ ესაა მაია დარსმელიძე! :) მერე თავის FAჩEBOOK გვერდზე იწყებს თავის მართლებას, რომ ახალი წელი ჩაუშხამდა იმიტომ რომ თაკო გახდა სმს ლიდერი... :) რატომ? გახდა სმს ლიდერი, ხალხმა აირჩია ხომ? შეეგუე ცივილურად, როგორც ეს გააკეთა ლელამ (ასევე სხვებმაც) და მიულოცა სოფო რურუას გამარჯვება. რა საჭირო იყო ამის გამოფენა??? მაიას ამ ქმედებამ გამოიწვია ის, რაც განვითარდა, თიკოს და თაკოს გულშემატკივრების დატაკება, არადა თიკო რა შუაშია ხომ? ასე რომ... :)
12:54 / 11-01-2014
გამოხმაურება / 0 /
მაია
დარსმელიძის მუსიკათმცოდნეობაში ეჭვის შეტანა შეუძლებელია მაგრამ ის რაც გააკეთა მხოლოდ ერთ რამეზე მეტყველებს თაკომ მისი სიმღერა არ იმღერა ამის გამო მაიამ შური იძია კონკურსანტის მიმართ ასეთი მოპყრობა არ შეიძლება მაოსკენ რომ წავიდა არ ნიშნავს იმას რომ ყველაფერზე თავი უქნიო მწვრთნელს შენი აზრი თუ არ გაგაჩნია მაშინ საერთოდ არ უნდა მიხვიდე
11:47 / 11-01-2014
გამოხმაურება / 0 /
მაოს ფანი
მარინა ბერიძეც ზუსტად ასე აკეთებდა ჯეოსტარში.ვისი გაშვებაც უნდოდა ისეთ სიმღერას ამღერებდა რომ მასას არ მოსწონებოდა და არ დაემესიჯებინათ.ვაფანატებ ესეთ სტერვებზე
03:40 / 11-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ოეეეეეეეეეეეს
ხომ ვერ ამიხსნით რატომ უნდა ემღერა თაკოს ისეთი სიმღერა რომელიც ძლივს შეათანხმა მაომ პროექტის ხელმძღვანელებთან ლაივამდე ორიოდე დღით ადრე რამის ორი კვირა რატო დასჭირდა შესათანხმებლად?იმიტომ რომ ამ სიმღერის სიძლიერეს 100 მაყურებლიდან ერთეულები თუ მიხვდებოდნენ დანარჩენებისთვის ეს იქნებოდა ერთი ჩვეულებრივი სიმღერა რომელსაც მეორედ აღარ მოუსმენ- აქედან დასკვნა მაო მაშინვე ცდილობდა თაკოს დაძირვას
03:33 / 11-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ოეეეე
მაიამ შეათანხმა პროდიუსერებთან და საბოლოოდ დაითანხმა ამ სიმღერის შესრულებაზე, ხოლო თაკომ თქვა უარი.
00:58 / 11-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ელენე
უსამართლოდ მოიქცა...მე არ მომეწონა ამ ქალის საქციელი!
00:27 / 11-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ობიექტურ ანიუტკას
ობიექტურო ანიუტკა ერთი წუთით თუ შეძლებთ დაუშვით რომ მაო იტყუება-მის შერჩეულ სიმღერაზე თაკომ კი არა პროექტმა სთქვა უარი და ბოლო მომენტში თაკომ რაიმე ხომ უნდა ემღერა და მოიტანა ისეთი სიმღერა რომლის დამუშავებასაც მოასწრებდა ლაივამდე და ლაივის შემდეგ კი მაოს შეფასება ასეთი იყო: დაუმესიჯეთ თაკოს რომ მყავდეს მყავდეს და კიდევ მყავდესო. ასეთი სიმართლის შემთხვევაში როგორი იქნება თქვენი ობიექტურობა მაინტერესებს-თუ არ გეზარებათ
23:48 / 10-01-2014
გამოხმაურება / 0 /
მარიკო
იცით რა მაშინ თაკოც არ უნდა წასულიყო მაიასთან თუ არ სურდა მის მიერ არჩეული სიმღერა 4 ადამიანი შემოუტრიალდა და მაიასთან წავიდა რატომ ? გამეცით ამ კითხვაზე პასუხი.როცა ასეთ მნიშვნელოვან პროექტში იღებ მონაწილეობას უნდა დაივიწყო შენი ამბიციები და მწვთნელის აზრი შენთვის მნიშვნელოვანი უნდა იყო. მე არ ვამართლებ მაოს არ უნდა დაეწერა მისთვის 1% მეტი შანსი უნდა მიეცა თაკოსთვის. 3 სეზინის განმავლობაში სხვაარცერთ მწვთნელს არ ქონია რომელიმე კონკურსანთან პროპლება და არც რომელიმე კონკურსანტს მწვთნელთან . ერთნაირად არიან დამნაშავები მაოც და თაკოც. თქვენ კი ქალბატონო სალომე როცა სტატიას წერთ ჯერ სახელი მოიფიქრეთ და მერე გამოაქვეყნეტ სტატია.. ამ სტატიის სათაურით აშკარას ხდით რომ თვენ თაკოს ახლობელი ხართ და ასე გამეტებით ამართლებთ მას არ ახსენებთ იმას რომ ამ ამბავში თაკოც ძალაინ დიდი დამნაშავეა... და გირცევთ სტატიები აღარ წეროთ და ჟურნალისტობას თავი დაანებოთ..არ გამოგდით არა !!
22:56 / 10-01-2014
გამოხმაურება / 0 /
manana chuxrukidze
shous mesveurebis adgilze maias gaushvebdi soudan da am marazmis tanamonawile ar gavxdebodi........sircxvili imedis arxs....
22:32 / 10-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ანიუტკა
ნანიკო, ღმერთმა დამიფაროს ჟურნალისტობისგან. უძაღლო ქვეყანაში კატების ყეფას ბანს ვერ მივცემ. ჩემი პროფესიით დასაქმებულიც ვარ და დაფასებულიც, ასე რომ, ჟურნალისტობის სურვილი არ გამაჩნია. "პირველი ქვა იმან მესროლოს, ვინც უცოდველიაო"-ალბათ, გსმენიათ. სწორედ ამის ეშხით დავწერე ეს კომენტარი, რომლის მთავარი ადრესატი იყო ჟურნალისტი, რომელიც სხვას აკრიტიკებს და ამ დროს თავადაც "ცოდავს."
17:19 / 10-01-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS