10 იანვარი, 2014
სამყაროზე გაბრაზებული მაია დარსმელიძის რისხვა "ახალი ხმის" ნახევარფინალში
სოციალურ ქსელებში გამოხმაურებების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, დარსმელიძის ამგვარ საქციელს არც ერთი ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი არ მიესალმა საქართველოში მუსიკალური კონკურსების მიმართ საკმაოდ მიკერძოებული და ტენდენციური დამოკიდებულება არსებობს.

ალბათ, შესაბამისი კვლევა რომ ჩატარებულიყო, ქართველები პირველ ადგილს დავიკავებდით მათ შორის, ვისაც ამქვეყნად ყველაზე მეტად ედარდება, რომელ ადგილს აიღებს მისი წარგზავნილი იურმალაში, ''ევროვიზიაზე'' თუ სხვა მსგავსი ტიპის ღონისძიებაზე.

ქვეყნის შიგნით, ქვეყნის მთავარ არხებზე მიმდინარე მუსიკალური შოუებიც მუდმივად კამათისა
და განსჯის საგანია.

ასეთთა შორის არის ''იმედის'' ''ახალი ხმა'', რომელიც, წესითა და რიგით, ძალიან რეიტინგული გადაცემა უნდა გამოსულიყო, ახალ-ახალი ვარსკვლავებიც აღმოეჩინა და ისინი საუკეთესო რეპერტუარით წარმოეჩინა ქართველი მაყურებლების წინაშე.

ყოველ შემთხვევაში, ამას აკეთებს ''ახალი ხმის'' ყველა შოუ, რომელიც ამა თუ იმ ქვეყანაში წარმატებით მიმდინარეობს. თუმცა საქართველოში ის ისეთივე რეიტინგული ვერ გახდა, როგორც სხვა ქვეყნებშია და ამას თავისი სრულიად კონკრეტული, ობიექტური მიზეზები აქვს.

პირველი და უმთავრესი მიზეზი კი არის მწვრთნელთა ის შემადგენლობა, რომელიც ''ვოისის'' პირველ და მეორე სეზონზე ვიხილეთ და მათი დამოკიდებულება ამ პროექტის მიმართ.

განსაკუთრებულად კი ამ მხრივ აღსანიშნავია მაია დარსმელიძე, რომელმაც ''ვოისის'' ნახევარფინალში, 7 იანვარს, განსაკუთრებულად არაჰუმანური ქცევით დაგვამახსოვრა თავი თავისივე გუნდის წევრის მიმართ.

არადა, საგულისხმოა პროექტის ფორმატი, რომელიც ყველა სხვა მუსიკალური ანალოგისგან ერთი მნიშვნელოვანი დეტალით, მონაწილეებისადმი გამორჩეულად ჰუმანური დამოკიდებულებით ხასიათდება.

მწვრთნელებიც, გადაცემის წამყვანებიც, პროდიუსერებიც და საერთოდ, ყველა ის ადამიანი, ვინც ახლოსაც კი ჩაივლის ამ გადაცემასთან, ვალდებული არიან, მონაწილეს ადამიანურად მოეპყრან, არ დასცინონ, არ გაამასხარაონ და მით უმეტეს, აგრესიული დამოკიდებულება არ გამოამჟღავნონ.

ცნობილია, რომ რუსული ''ვოისის'' წამყვანს, დიმიტრი ნაგიევს პირველი სეზონის მიმდინარეობისას, შოუს ორგანიზატორები დაემუქრნენ, რომ თუკი ტონს არ შეიცვლიდა და მონაწილეების მიმართ სითბოს არ გამოამჟღავნებდა, პროექტიდან კისრისტეხით გაისვრიდნენ, რის შემდეგაც ნაგიევი დარბილდა, დამშვიდდა, თავისი ირონიული მოსაზრებები თავისთვის შეინახა და საკუთარი მოვალეობის შესრულებას ისე შეუდგა, როგორც ამას პროექტი ითვალისწინებს.

ალბათ, ''ახალი ხმის'' მესვეურებს ყველაზე ცუდ სიზმარშიც კი არ უნახავთ ის, რაც 7 იანვრის საღამოს ''ვოისის'' ქართულ ეთერში იხილეს - მაია დარსმელიძის დაუმთავრებელი მონოლოგი, გაგულისებული მწვრთნელი, რომელმაც ვერ დაიოკა ემოციები და ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, გაანადგურა თავისივე გუნდის წევრი თაკო ოქროპირიძე.

განაცხადა, რომ ყველანაირ პასუხისმგებლობას იხსნიდა ამ მონაწილის მიმართ, რომ თაკო არ იმსახურებდა ფინალში მოხვედრას მხოლოდ იმიტომ, რომ მას ახლობლები უმესიჯებდნენ (?!) და თუკი თაკო ფინალში გავიდოდა, მაია მოხარული იქნებოდა, თუკი პროექტს წააგებდა.

მით უმეტეს გასაკვირია ამგვარი საუბრები იმ ადამიანისგან, რომელმაც თავადვე შეარჩია მონაწილე, დააჭირა ხელი ღილაკს, ამდენ ხანს კონკურსანტი თავის გუნდში ჰყავდა და უცებ აღმოაჩინა, რომ ის ფინალში გადასვლის ღირსი არ არის.

მაგრამ ალბათ, ფორმასაც გააჩნია, როგორ იტყვი ამ ყველაფერს და ბოლოს, როგორ მოიქცევი. როცა შენს კონკურსანტს 100 ქულიდან ერთს დაუწერ და გასაგდებად გაიმეტებ, არანაირ შანსს არ უტოვებ, რომ იბრძოლოს მხოლოდ იმიტომ, რომ შენი შერჩეული სიმღერა არ შეასრულა, ეს, ალბათ, ადამიანს ძალიან ცუდად ახასიათებს.

მაია დარსმელიძე ნამდვილად კარგი ვოკალისტია, მაგრამ რაც შეეხება მუსიკოსობას, რომელზეც თავს დებს - მუსიკოსი ცარიელი სიტყვა არ არის და უნდა დაიმსახურო, რომ მუსიკოსი დაგიძახონ.

მათ შორის პიროვნული თვისებებითაც. მთელ სამყაროზე გაბრაზებული მუსიკოსი, რომელმაც არ იცის, როგორ მოექცეს ახალგაზრდა კოლეგას, არცთუ სასიამოვნო სანახავია და მაყურებელი არ არის ვალდებული, რომ მომავალ სეზონშიც უყუროს მსგავს სცენებს.

სოციალურ ქსელებში გამოხმაურებების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, დარსმელიძის ამგვარ საქციელს არც ერთი ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი არ მიესალმა.

ასე რომ, კარგი იქნება, თუკი გადაცემის ქართველი ავტორები გაითვალისწინებენ საზოგადოების აზრს და მიუთითებენ ადამიანებს, რომ იმის გამო, რომ მას სიმღერა უნდა, ასეთი შეურაცხყოფის მიყენება არ შეიძლება...

სალომე დადიანი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 56 /
თაკოს გავლენიანი და ფულიანი ბიძა
მარტო მაიას ნიანგის ცრემლებს რომ უჯერებთ ეგ როგორი სამართალია? თაკოს აზრი გაქვთ მოსმენილი? როგორი ობიექტურები ხართ პირდაპირ მაოცებთ
23:46 / 11-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ულუსა
მე თუ მკითხავთ საერტოდ არ უნდა ირჩევდნენ მესიჯებით გამარჟვებულს არცერთ კონკურსში საქართველოში.ჩვენთან ჯერ კულტურა არ არის ჩამოყალიბებული.ვისაც მეტი ფული აქვს,მეტ მესიჯს აგროვებს.ძალიანაც კარგი ქნა მაიამ რომ გააგდო ეგ გოგო.მითუმეტეს რომ სუსტი იყო კონკურენტზე.
22:20 / 11-01-2014
გამოხმაურება / 0 /
სხვა
როდესაც ირჩევ მწვრთნელს-უნდა გაყვე კიდეც არა მგონია გადაგჩეხოს.....მწვრთნელს უნდა შენი სახით მოსაგებად ყავდეს ჯოკერი, მწვრთნელები ხომ იმისთვის იბრძვიან, როგორც თქვენ -მოიგონ...მათაც სურთ აჩვენონ რა გააკეთეს,როგორ იმუშავეს და აყვანილი კარგი მასალიდან რა გამოუვიდათ.....მარტო ის ხომ არ არის-ვიღაცას მეტი ან პატრონი ყავს,ან მეგობარი,რომელიც დაუმესიჯებს და შემდეგ ეტაპზე გადაიყვანს..ამ გადაწყვეტილებიტ მაიკომ გადაარჩინა ის ადამიანი ვინც გაყვა ბოლომდე და ვისი იმედიც აქვს მოუტანოს გამარჯვება....სხვანაირად ვერ გადაარჩენდა,იგივე გააკეთა ლელამაც...
20:33 / 11-01-2014
გამოხმაურება / 0 /
მარიიიშაა
გასაგდები გავარდააა :))))) პირდაპირობა არ ნიშნავს,ცუდ თვისებასს... მაია ყოჩაღ
19:59 / 11-01-2014
გამოხმაურება / 0 /
მაოს ფანი
თაკოს ფანები როგორ აქტიურობენ ნახეთ რააა
16:44 / 11-01-2014
გამოხმაურება / 0 /
მარი
ეს ჟურნალისტის დაწერილია არ არისს..კარგით რაა.............
16:42 / 11-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ამის დამწერ "ჟურნალისტს"
ეს დაწერა არა ჟურნალისტმა, არამედ ქათამმა, რომელიც ან თაკოს მეგობარია, ან დარსმელიძეს პირადად ვერ იტანს. არასასურველ კომენტარებსაც აკონტროლებენ, როგორც ჩანს.
16:07 / 11-01-2014
გამოხმაურება / 0 /
მაოს ფანი 2
ეს სტატია იმ ადამიანმა დაწერა ვინც თვითონ განაწყენებულია ამ სამყაროზე და ისე გამოყავს თაკო ოქროპირიძე მსხვერპლის როლში როგორც კრავი...თაკო ასეთი სრულიად არ იყო პირიქით შეუტია მაიას ეს უმსგავსობაააა მე მაოს ადგილზე რო ვყოფილიყავი იმას არვიცი რას უზამდი :) არადა ძალიან საყვარელი გოგოა... მაო განიცდიდა ამ ამბავს და ტიროდა თუ კარგად დაინახეთ :( და ძააან შემეცოდა სხვათაშორისსს....ასეთ სტატიებს ნუ წერთ და შურს ნუ იძიებთ მაიაზე...მოსახდენი მოხდა ა ჰიიიი ააა ჰიიი
15:34 / 11-01-2014
გამოხმაურება / 0 /
მე :)
ძირს მაია დარსმელიძე!
14:56 / 11-01-2014
გამოხმაურება / 0 /
თაკო
მაო დამარცხდა მაგრათ, ბევრი წააგო ამ საქციელით,გოგო მიწასთან გააცწორა მაგრამ პირიქით გამოუვიდა
14:00 / 11-01-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS