10 იანვარი, 2014
სამყაროზე გაბრაზებული მაია დარსმელიძის რისხვა "ახალი ხმის" ნახევარფინალში
სოციალურ ქსელებში გამოხმაურებების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, დარსმელიძის ამგვარ საქციელს არც ერთი ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი არ მიესალმა საქართველოში მუსიკალური კონკურსების მიმართ საკმაოდ მიკერძოებული და ტენდენციური დამოკიდებულება არსებობს.

ალბათ, შესაბამისი კვლევა რომ ჩატარებულიყო, ქართველები პირველ ადგილს დავიკავებდით მათ შორის, ვისაც ამქვეყნად ყველაზე მეტად ედარდება, რომელ ადგილს აიღებს მისი წარგზავნილი იურმალაში, ''ევროვიზიაზე'' თუ სხვა მსგავსი ტიპის ღონისძიებაზე.

ქვეყნის შიგნით, ქვეყნის მთავარ არხებზე მიმდინარე მუსიკალური შოუებიც მუდმივად კამათისა
და განსჯის საგანია.

ასეთთა შორის არის ''იმედის'' ''ახალი ხმა'', რომელიც, წესითა და რიგით, ძალიან რეიტინგული გადაცემა უნდა გამოსულიყო, ახალ-ახალი ვარსკვლავებიც აღმოეჩინა და ისინი საუკეთესო რეპერტუარით წარმოეჩინა ქართველი მაყურებლების წინაშე.

ყოველ შემთხვევაში, ამას აკეთებს ''ახალი ხმის'' ყველა შოუ, რომელიც ამა თუ იმ ქვეყანაში წარმატებით მიმდინარეობს. თუმცა საქართველოში ის ისეთივე რეიტინგული ვერ გახდა, როგორც სხვა ქვეყნებშია და ამას თავისი სრულიად კონკრეტული, ობიექტური მიზეზები აქვს.

პირველი და უმთავრესი მიზეზი კი არის მწვრთნელთა ის შემადგენლობა, რომელიც ''ვოისის'' პირველ და მეორე სეზონზე ვიხილეთ და მათი დამოკიდებულება ამ პროექტის მიმართ.

განსაკუთრებულად კი ამ მხრივ აღსანიშნავია მაია დარსმელიძე, რომელმაც ''ვოისის'' ნახევარფინალში, 7 იანვარს, განსაკუთრებულად არაჰუმანური ქცევით დაგვამახსოვრა თავი თავისივე გუნდის წევრის მიმართ.

არადა, საგულისხმოა პროექტის ფორმატი, რომელიც ყველა სხვა მუსიკალური ანალოგისგან ერთი მნიშვნელოვანი დეტალით, მონაწილეებისადმი გამორჩეულად ჰუმანური დამოკიდებულებით ხასიათდება.

მწვრთნელებიც, გადაცემის წამყვანებიც, პროდიუსერებიც და საერთოდ, ყველა ის ადამიანი, ვინც ახლოსაც კი ჩაივლის ამ გადაცემასთან, ვალდებული არიან, მონაწილეს ადამიანურად მოეპყრან, არ დასცინონ, არ გაამასხარაონ და მით უმეტეს, აგრესიული დამოკიდებულება არ გამოამჟღავნონ.

ცნობილია, რომ რუსული ''ვოისის'' წამყვანს, დიმიტრი ნაგიევს პირველი სეზონის მიმდინარეობისას, შოუს ორგანიზატორები დაემუქრნენ, რომ თუკი ტონს არ შეიცვლიდა და მონაწილეების მიმართ სითბოს არ გამოამჟღავნებდა, პროექტიდან კისრისტეხით გაისვრიდნენ, რის შემდეგაც ნაგიევი დარბილდა, დამშვიდდა, თავისი ირონიული მოსაზრებები თავისთვის შეინახა და საკუთარი მოვალეობის შესრულებას ისე შეუდგა, როგორც ამას პროექტი ითვალისწინებს.

ალბათ, ''ახალი ხმის'' მესვეურებს ყველაზე ცუდ სიზმარშიც კი არ უნახავთ ის, რაც 7 იანვრის საღამოს ''ვოისის'' ქართულ ეთერში იხილეს - მაია დარსმელიძის დაუმთავრებელი მონოლოგი, გაგულისებული მწვრთნელი, რომელმაც ვერ დაიოკა ემოციები და ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, გაანადგურა თავისივე გუნდის წევრი თაკო ოქროპირიძე.

განაცხადა, რომ ყველანაირ პასუხისმგებლობას იხსნიდა ამ მონაწილის მიმართ, რომ თაკო არ იმსახურებდა ფინალში მოხვედრას მხოლოდ იმიტომ, რომ მას ახლობლები უმესიჯებდნენ (?!) და თუკი თაკო ფინალში გავიდოდა, მაია მოხარული იქნებოდა, თუკი პროექტს წააგებდა.

მით უმეტეს გასაკვირია ამგვარი საუბრები იმ ადამიანისგან, რომელმაც თავადვე შეარჩია მონაწილე, დააჭირა ხელი ღილაკს, ამდენ ხანს კონკურსანტი თავის გუნდში ჰყავდა და უცებ აღმოაჩინა, რომ ის ფინალში გადასვლის ღირსი არ არის.

მაგრამ ალბათ, ფორმასაც გააჩნია, როგორ იტყვი ამ ყველაფერს და ბოლოს, როგორ მოიქცევი. როცა შენს კონკურსანტს 100 ქულიდან ერთს დაუწერ და გასაგდებად გაიმეტებ, არანაირ შანსს არ უტოვებ, რომ იბრძოლოს მხოლოდ იმიტომ, რომ შენი შერჩეული სიმღერა არ შეასრულა, ეს, ალბათ, ადამიანს ძალიან ცუდად ახასიათებს.

მაია დარსმელიძე ნამდვილად კარგი ვოკალისტია, მაგრამ რაც შეეხება მუსიკოსობას, რომელზეც თავს დებს - მუსიკოსი ცარიელი სიტყვა არ არის და უნდა დაიმსახურო, რომ მუსიკოსი დაგიძახონ.

მათ შორის პიროვნული თვისებებითაც. მთელ სამყაროზე გაბრაზებული მუსიკოსი, რომელმაც არ იცის, როგორ მოექცეს ახალგაზრდა კოლეგას, არცთუ სასიამოვნო სანახავია და მაყურებელი არ არის ვალდებული, რომ მომავალ სეზონშიც უყუროს მსგავს სცენებს.

სოციალურ ქსელებში გამოხმაურებების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, დარსმელიძის ამგვარ საქციელს არც ერთი ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი არ მიესალმა.

ასე რომ, კარგი იქნება, თუკი გადაცემის ქართველი ავტორები გაითვალისწინებენ საზოგადოების აზრს და მიუთითებენ ადამიანებს, რომ იმის გამო, რომ მას სიმღერა უნდა, ასეთი შეურაცხყოფის მიყენება არ შეიძლება...

სალომე დადიანი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 56 /
.....
ესაც თუ ჟურნალისტია რა ფუი ამის პატრონს
23:09 / 12-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ნია
თუ თაკოს არ სურადა რომ მაიას მიერ მითითებული სიმგერა შეესრულებინა მასჰინ რატომ აირჩია მაო? აერჩია წურწუმია იმიტომ რომ ეს გოგო ქართული ჯანრის სიმგერებს უფრო მგერის, და თან კიდე არ არის ისეთი მომგერალი რომ ეს პროექტე მოეგო. რათქმაუნდა მაოც ამ შემთხვევაში არ მოიქცა კარგად მაგრამ ... არც თა,კო არაა მართალი..)) ვერ ვიტან უკვე ამ პროექტს...
22:47 / 12-01-2014
გამოხმაურება / 0 /
))))
თაკო თუ ჩამოყალიბებული მომღერალია. მაშინ მე კურტ კობეინი ვარ :დ თქვენ ხალხო ვერხართ? :დ მაია აბსოლუტურად მართალია. ესგოგო კიდე ზედმეტად ამაყი. რასქვია მწვრთნელის მოცემული სიმღერა არ შეასრულო. წესი წესია და წესის მიხედვით სიმღერას მწვრთნელი არჩევს. )) თაკოს კი თუ არ შეეძლო ძნელი სიმღერის შესრულება, ფინალის ღირსიც არ ყოფილა მაშინ. ))) და ეს ჟურნალისტი სად გაჩითეთ ასეთი უაზრო სტატია პირველად ვნახე.
21:09 / 12-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინა
როდესაც თაკო ესემეს ლიდერად გამოაცხადეს თუ დააკვირდით მაო ძალიან ცუდ დღეში აღმოჩნდა რადგან მას 3 ძლიერი კონკურსატიდან მხოლოდ ერთის გადარჩენა შეეძლო.თაკო ლიდერი რომ არ გამხდარიყო იმ 2 ძლიერიდან მაშინ კიდევ 1 ძლიერს გადაარჩენდა. ამით მაო უფრო ძლიერიც იქნებოდა და გამარჯვების დიდი შანსებიც ექნებოდა. ის გოგო ცუდად არ მღეროდა მაგრამ ის სამეული უფრო ძლიერი იყო.რას ერჩით დარსმელიძეს, ყველა მწვრთნელი გამარჯვებისთვის იბრძვის.
14:49 / 12-01-2014
გამოხმაურება / 0 /
სალომე
არ შეიძლება წესიერი და პროფესიონალი ჟიური მოინახოს საქართველოში, დავიგალეთ ამდენი კივილ-წივილით, ეს იმ ჟანრისააა, ეს იმ ჟანრის და ამგერებს ყველა იმას,რაც თვითონ მოსწონს და არა იმას რაც ხალხს უნდა. პროექტი ისე დასრულდა ერთი ქარტული სიმღერა შესრულდა მხოლოდ. მაია დარსმელიძეს შეიძლება ყველასთან კონფლიქტი ჰქონდეს? ჯერ დათო ეხლა თაკო, ხალხს გართობა უნდა და არა დარსმელიძის გაბოროტებული საუბარი!!!!
14:32 / 12-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ჯეჯი
Dა მaიaც ძaლiა ნiჭiეrი მoმRეrაlიa დa icიs თaვiს სaქmე რaღaც დoზiიT მaრTაlიa მwვrთნeლi გaმoხaტa თaვiს დaმoკiდeბuლeბa მoნaწiლeსTაn დa ვiნc აr უnდa ყoფiლiყoო ყvეlაs აe მoეqცeოdა რoგoრc დeდa დa უrჩi შvიlი აbაrაa... მaო ზaლiაn კaრgი აdაmიaნiა თaკo ს აiთ რeიtიnგi აr დaწeუlა ნaმdვiლaდ სaიnტeრeსo მoმGეrაlიa დa მaოzე აrაaქvს გaსaბrაzეbეlი ეs აlbაd აsე უnდa მoმxდaრiყo
10:47 / 12-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ჯეჯი
Iსe აm ტaკoს მoნaწiლeოbა აrც უnდa მiეღo რaდgაn ეsს უkვe ჩaმoყaლiბeბuლi მoმRერaლiა დa ჩvეn მsმeნeლi ვeძeბTდa გvაiნtეrეsეbს აxაlი ხmა imმoნaწiლiსa რoმeლiც აxაlბeდa დa მaრTლaც რoმ აxაlი ხmაა დa თaკoს ვcნoბT უkვe ნuცaს სkოlიdაn აnუ რaმdეnიmე წeლiა დa მaრtლaც კaრgი მოmღeრaლiა დa ეs აrაrიs აxაlი ხmა აsე აrაrიiიiს?..
10:36 / 12-01-2014
გამოხმაურება / 0 /
რა გეშველებათ-ს
"ათასად კაცი დაფასდა, ათიათასად ზრდილობაო " - რომ გვმოძღვრავ, თითონ რა სიტყვები გიწერია? ბანძი შენ ხარ და შენნაირები, წატი შენი :D:D:D
06:24 / 12-01-2014
გამოხმაურება / 0 /
რა გეშველებათ
ხალხოო რა დაგოიმდით... ეჰ მაია და სტეფანე რომ იქნებიან მწვრთნელებიიი, ფუ თქვენს გემოვნებას! სტეფანე კნავის მაია ჩხავის! ავშენდით რა ჰააა ჰააა ჰააა. სულ გამო...და ეს ხალხი.მაია არის ბანძი! ბოლომდე დარჩება მასეთი! ათასად კაცი დაფასდა ათიათასად ზრდილობაო ნათქვამია! უზრდელი უკულტუროა მეტი არაფერი!
03:38 / 12-01-2014
გამოხმაურება / 0 /
თაკოს გავლენიან და ფულიან ბიძას
ეხლა გახდა მაიას წრემლები ყალბი? ტურიდან ტურამდე რომ ათრია თაკო ეგ არაფერს ნიშნავს თქვენთვის? ნეტა ადრე გაეგდო @@ თაკოს გამო გავარდა გიორგი მახარაშვილი, რომელიც მანდ ყველას მერჩივნა
03:34 / 12-01-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS