10 იანვარი, 2014
სამყაროზე გაბრაზებული მაია დარსმელიძის რისხვა "ახალი ხმის" ნახევარფინალში
სოციალურ ქსელებში გამოხმაურებების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, დარსმელიძის ამგვარ საქციელს არც ერთი ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი არ მიესალმა საქართველოში მუსიკალური კონკურსების მიმართ საკმაოდ მიკერძოებული და ტენდენციური დამოკიდებულება არსებობს.

ალბათ, შესაბამისი კვლევა რომ ჩატარებულიყო, ქართველები პირველ ადგილს დავიკავებდით მათ შორის, ვისაც ამქვეყნად ყველაზე მეტად ედარდება, რომელ ადგილს აიღებს მისი წარგზავნილი იურმალაში, ''ევროვიზიაზე'' თუ სხვა მსგავსი ტიპის ღონისძიებაზე.

ქვეყნის შიგნით, ქვეყნის მთავარ არხებზე მიმდინარე მუსიკალური შოუებიც მუდმივად კამათისა
და განსჯის საგანია.

ასეთთა შორის არის ''იმედის'' ''ახალი ხმა'', რომელიც, წესითა და რიგით, ძალიან რეიტინგული გადაცემა უნდა გამოსულიყო, ახალ-ახალი ვარსკვლავებიც აღმოეჩინა და ისინი საუკეთესო რეპერტუარით წარმოეჩინა ქართველი მაყურებლების წინაშე.

ყოველ შემთხვევაში, ამას აკეთებს ''ახალი ხმის'' ყველა შოუ, რომელიც ამა თუ იმ ქვეყანაში წარმატებით მიმდინარეობს. თუმცა საქართველოში ის ისეთივე რეიტინგული ვერ გახდა, როგორც სხვა ქვეყნებშია და ამას თავისი სრულიად კონკრეტული, ობიექტური მიზეზები აქვს.

პირველი და უმთავრესი მიზეზი კი არის მწვრთნელთა ის შემადგენლობა, რომელიც ''ვოისის'' პირველ და მეორე სეზონზე ვიხილეთ და მათი დამოკიდებულება ამ პროექტის მიმართ.

განსაკუთრებულად კი ამ მხრივ აღსანიშნავია მაია დარსმელიძე, რომელმაც ''ვოისის'' ნახევარფინალში, 7 იანვარს, განსაკუთრებულად არაჰუმანური ქცევით დაგვამახსოვრა თავი თავისივე გუნდის წევრის მიმართ.

არადა, საგულისხმოა პროექტის ფორმატი, რომელიც ყველა სხვა მუსიკალური ანალოგისგან ერთი მნიშვნელოვანი დეტალით, მონაწილეებისადმი გამორჩეულად ჰუმანური დამოკიდებულებით ხასიათდება.

მწვრთნელებიც, გადაცემის წამყვანებიც, პროდიუსერებიც და საერთოდ, ყველა ის ადამიანი, ვინც ახლოსაც კი ჩაივლის ამ გადაცემასთან, ვალდებული არიან, მონაწილეს ადამიანურად მოეპყრან, არ დასცინონ, არ გაამასხარაონ და მით უმეტეს, აგრესიული დამოკიდებულება არ გამოამჟღავნონ.

ცნობილია, რომ რუსული ''ვოისის'' წამყვანს, დიმიტრი ნაგიევს პირველი სეზონის მიმდინარეობისას, შოუს ორგანიზატორები დაემუქრნენ, რომ თუკი ტონს არ შეიცვლიდა და მონაწილეების მიმართ სითბოს არ გამოამჟღავნებდა, პროექტიდან კისრისტეხით გაისვრიდნენ, რის შემდეგაც ნაგიევი დარბილდა, დამშვიდდა, თავისი ირონიული მოსაზრებები თავისთვის შეინახა და საკუთარი მოვალეობის შესრულებას ისე შეუდგა, როგორც ამას პროექტი ითვალისწინებს.

ალბათ, ''ახალი ხმის'' მესვეურებს ყველაზე ცუდ სიზმარშიც კი არ უნახავთ ის, რაც 7 იანვრის საღამოს ''ვოისის'' ქართულ ეთერში იხილეს - მაია დარსმელიძის დაუმთავრებელი მონოლოგი, გაგულისებული მწვრთნელი, რომელმაც ვერ დაიოკა ემოციები და ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, გაანადგურა თავისივე გუნდის წევრი თაკო ოქროპირიძე.

განაცხადა, რომ ყველანაირ პასუხისმგებლობას იხსნიდა ამ მონაწილის მიმართ, რომ თაკო არ იმსახურებდა ფინალში მოხვედრას მხოლოდ იმიტომ, რომ მას ახლობლები უმესიჯებდნენ (?!) და თუკი თაკო ფინალში გავიდოდა, მაია მოხარული იქნებოდა, თუკი პროექტს წააგებდა.

მით უმეტეს გასაკვირია ამგვარი საუბრები იმ ადამიანისგან, რომელმაც თავადვე შეარჩია მონაწილე, დააჭირა ხელი ღილაკს, ამდენ ხანს კონკურსანტი თავის გუნდში ჰყავდა და უცებ აღმოაჩინა, რომ ის ფინალში გადასვლის ღირსი არ არის.

მაგრამ ალბათ, ფორმასაც გააჩნია, როგორ იტყვი ამ ყველაფერს და ბოლოს, როგორ მოიქცევი. როცა შენს კონკურსანტს 100 ქულიდან ერთს დაუწერ და გასაგდებად გაიმეტებ, არანაირ შანსს არ უტოვებ, რომ იბრძოლოს მხოლოდ იმიტომ, რომ შენი შერჩეული სიმღერა არ შეასრულა, ეს, ალბათ, ადამიანს ძალიან ცუდად ახასიათებს.

მაია დარსმელიძე ნამდვილად კარგი ვოკალისტია, მაგრამ რაც შეეხება მუსიკოსობას, რომელზეც თავს დებს - მუსიკოსი ცარიელი სიტყვა არ არის და უნდა დაიმსახურო, რომ მუსიკოსი დაგიძახონ.

მათ შორის პიროვნული თვისებებითაც. მთელ სამყაროზე გაბრაზებული მუსიკოსი, რომელმაც არ იცის, როგორ მოექცეს ახალგაზრდა კოლეგას, არცთუ სასიამოვნო სანახავია და მაყურებელი არ არის ვალდებული, რომ მომავალ სეზონშიც უყუროს მსგავს სცენებს.

სოციალურ ქსელებში გამოხმაურებების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, დარსმელიძის ამგვარ საქციელს არც ერთი ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი არ მიესალმა.

ასე რომ, კარგი იქნება, თუკი გადაცემის ქართველი ავტორები გაითვალისწინებენ საზოგადოების აზრს და მიუთითებენ ადამიანებს, რომ იმის გამო, რომ მას სიმღერა უნდა, ასეთი შეურაცხყოფის მიყენება არ შეიძლება...

სალომე დადიანი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 56 /
მარიამს!!!!
და კიდე რომელ ქვეყქნაშია პოპულარული დარსმელიძე?:)))
16:32 / 13-01-2014
გამოხმაურება / 0 /
..
კარგი ხმა აქვს, რომ არ ქონოდა არავინ შემოუტრიალდებოდა) თავად აირჩია მაო და კეტილი ენება და დაეჯერებინა) მშვენივრად იცოდა მაო რასაც მღეროდა მაგრამ მაინც აირჩია, ზოგადად მესამმე სეზონია ეს უკვე და გიორგი მახარაშვილზე უფრო მაგარი არ ყოფილა და არ შემედაოდ)))) მაო მუსიკოსია და თქვენზე უკეტ ყოველშემთხვევაში იცის ვინ უკეთ მღერის) რათქმაუნდა ყველას აქვს აზრის გამოხატვის უფლება მაგრამ რაღაც დონემდე.. არვარ მაო და არ თქვათ რომ მისი დაწერილია) უბრალოდ ჩემი აზრი დავაფიქსირე,და რაც შეეხება მაოს პროცენტების განაწილებას მწვრთნელია და მოგება უნდა რა გასაკვირია რომ უპირატესობას ტიკოს ანიჭებს ის მისი რცჰეულიადა არც არასდროს დაუმალია)))))))
16:05 / 13-01-2014
გამოხმაურება / 0 /
მარიამი
ამ ჟურნალისტის პატრონს რა ვუთხარიი მე!! შე იდიოტოო (სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით,მეტიც გეკუთვნის მარა ხალხის მერიდება) ასეთ სტატიას რომ აქვეყნებ ვინ მოგცა ამის უფლება??? ან საერთოდ თუ იცნობ ამ ადამიანის შემოქმედებას?? ბოღმიანები ხართ ყველა ვერ იტანთ თქვენზე უკეთესს.მაია დარსმელიძე საქართველოში ყველაზე მაგარი მუსიკოსი და მომღერალია (სხვათაშორის არამარტო საქართველოში)თქვენ თავებს მიხედეთ და გირჩევდით რომ ყურები კარგად გადაირეცხეთ..და მეორეც მაოს რომ თავი დავანებოთ თაკოს ნამღერი მოსაწონი იყო?? მე პირადა ვერანაირ პოტენციალს მაგ გოგოში ვერ ვხედავ და მესამეც ბლაინდების დროს მწვრთნელმა კიარ უნდა გაჭვრიტოს მონაწილის მუსიკალური ხედვა არამედ კონკურსანტმა უნდა იფიქროს მისი გემოვნება ემთხვევა თუ არა მწვრთნელისას... ( კიდე იცოდეთ რომ მე არავის სახელიტ არ ვმოწმედებ მაწერია ჩემი რეალური სახელი და დაინტერესებულ პირებს საჭიროების შემთხვევაში შემიძლია პირადი ფეისბუქის გვერდიც გავაცნოო ეჭვი რო არ შეგეპაროთ რამეში)
15:40 / 13-01-2014
გამოხმაურება / 0 /
მარტალა
მომავლისტვი ამ გადაცემის მესვეურმა უნდა გაიტვალისწინონ საზოგადოების აზრი და მაია საერტოდ არ მიაკარონ ახლოს,ტორემ საკმაოდ დაეცემა ამ გადაცემის რეიტინგი,და ცჰვენ მაყურებელნი მოუწოდებტ არც ერტი ზაი ამ პროექტს,
12:24 / 13-01-2014
გამოხმაურება / 0 /
მაიას იმდენად ზედმეტი მოუვიდა სრულიად ყველა საღად მოაზროვნე ადამიანს შეაზიღა თავი. და კიდევ თაკო მაიას არ იცნობდა როცა აირჩია ამიტომ თაკოს ნუ აბრალებთ.
11:19 / 13-01-2014
გამოხმაურება / 0 /
მაოს ფანი გიო
წაშლილია ნუთუ. რატომ წაშალა შერლოკ ჰოლმსს რომ არ გამოეძია? :D :D :D :D შენ ლაბათ ტაკო ხარ ხომ? :D რა მაგარია აქ მარტლა ტაკო და მაია თუ წერენ ყველა კომენტარს. აქ წერას ემესიჯატ მობილურზე :D :D :D :D :D ჯურნალისტმა ვისტვის გვარა ოფლი :D :D
01:47 / 13-01-2014
გამოხმაურება / 0 /
შერლოკ ჰოლმსი
ამ 40 კომენტარიდან მინიმუმ 10 კომენტარი მაია დარსმელიძის დაწერილია. დოქტორო უოტსონ თქვენ ალბათ მკითხავთ საიდან მივხვდი? მე კი გიპასუხებთ ძალიან ადვილად ჩემო მეგობარო:თვალი გადავავლე მაოს კომენტარებს თავისი ფბ-ის გვერდზე (ამ დროისთვის უკვე წაშლილია) და ერთი ერთში აქვს დაკოპირებული რეიტინგის გვერდზე.
00:31 / 13-01-2014
გამოხმაურება / 0 /
სირი მამაშენია, სირო
მაომ იმიტომ მიიყვანა მანამდე, რომ თქვენი "წამებული" თაკო მაიასთანაც ამ "წამებულის" ნიღბით მივიდა. თავის გვერდზე იესოს ედრება ისეთი აწამეს თურმე. სინამდვილეში კი მაია მას ყველანაირად გვერდში ედგა, ეცოდებოდა სანამ გაშიფრავდა. იმედი ქონდა რომ აყვებოდა, მაგრამ "ნებიერას" არ ეყო მოფერება და პროექტის მოგებაც მოუნდა. მოვიდა მასალად და წავიდა მასალად, მოძებნეთ მისი ვიდეოები და ნახეტ რა გონია გემოვნებიანი მუსიკა :D :D :D აჰიიი-აჰიიი
00:01 / 13-01-2014
გამოხმაურება / 0 /
მართლა რა წაიღეთ ტვინი?
დაშოშმინდი ეროოოოოოო!!! ვერ ხვდებით ხალხო რა ხდება? პროექტის რეიტინგის აწევის გამოა ეს ყველაფერი... და ამ სკანდალით მოგებული დარჩა როგორც პროექტი ასევე მაოც და თაკოც.სულ რომ მაოს თაკო გაეყვანა ფინალში და თაკოს მოეგო ეს პროექტი ასეთ პოპულარობას მაინც ვერ მოიხვეჭდა ვერცერთი.აბა დაფიქრდით ეს ,,სკანდალი,, რომ არ აგორებულიყო სამი თვის მერე რით გაგვახსენდებოდა ეს კონკურსი? ერთადერთი მარტო დათოს ორი ბიჭის დუეტით რინგზე-ახლა კი ამ სეზონის ახალი ხმა სამუდამოდ შევა ისტორიაში როგორც ყველაზე სკანდალური.
23:13 / 12-01-2014
გამოხმაურება / 0 /
სირი მაია
თუ თაკო არ იმსახურებდა ნახევარფინალში ყოფნას რატომ მიიყვანა "მაომ " მანამდე? ეხლა მიხვდა რომ არაა ღირსი? მაგარი ნაგავი ჯიურია სამწუხაროდ, არაპროფესიონალები, მაო და წურწუმია რომ მომღერალს შეაფასებენ თავად არ იციან სიმღერა, საცოდავები ........
23:09 / 12-01-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS