10 იანვარი, 2014
სამყაროზე გაბრაზებული მაია დარსმელიძის რისხვა "ახალი ხმის" ნახევარფინალში
სოციალურ ქსელებში გამოხმაურებების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, დარსმელიძის ამგვარ საქციელს არც ერთი ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი არ მიესალმა საქართველოში მუსიკალური კონკურსების მიმართ საკმაოდ მიკერძოებული და ტენდენციური დამოკიდებულება არსებობს.

ალბათ, შესაბამისი კვლევა რომ ჩატარებულიყო, ქართველები პირველ ადგილს დავიკავებდით მათ შორის, ვისაც ამქვეყნად ყველაზე მეტად ედარდება, რომელ ადგილს აიღებს მისი წარგზავნილი იურმალაში, ''ევროვიზიაზე'' თუ სხვა მსგავსი ტიპის ღონისძიებაზე.

ქვეყნის შიგნით, ქვეყნის მთავარ არხებზე მიმდინარე მუსიკალური შოუებიც მუდმივად კამათისა
და განსჯის საგანია.

ასეთთა შორის არის ''იმედის'' ''ახალი ხმა'', რომელიც, წესითა და რიგით, ძალიან რეიტინგული გადაცემა უნდა გამოსულიყო, ახალ-ახალი ვარსკვლავებიც აღმოეჩინა და ისინი საუკეთესო რეპერტუარით წარმოეჩინა ქართველი მაყურებლების წინაშე.

ყოველ შემთხვევაში, ამას აკეთებს ''ახალი ხმის'' ყველა შოუ, რომელიც ამა თუ იმ ქვეყანაში წარმატებით მიმდინარეობს. თუმცა საქართველოში ის ისეთივე რეიტინგული ვერ გახდა, როგორც სხვა ქვეყნებშია და ამას თავისი სრულიად კონკრეტული, ობიექტური მიზეზები აქვს.

პირველი და უმთავრესი მიზეზი კი არის მწვრთნელთა ის შემადგენლობა, რომელიც ''ვოისის'' პირველ და მეორე სეზონზე ვიხილეთ და მათი დამოკიდებულება ამ პროექტის მიმართ.

განსაკუთრებულად კი ამ მხრივ აღსანიშნავია მაია დარსმელიძე, რომელმაც ''ვოისის'' ნახევარფინალში, 7 იანვარს, განსაკუთრებულად არაჰუმანური ქცევით დაგვამახსოვრა თავი თავისივე გუნდის წევრის მიმართ.

არადა, საგულისხმოა პროექტის ფორმატი, რომელიც ყველა სხვა მუსიკალური ანალოგისგან ერთი მნიშვნელოვანი დეტალით, მონაწილეებისადმი გამორჩეულად ჰუმანური დამოკიდებულებით ხასიათდება.

მწვრთნელებიც, გადაცემის წამყვანებიც, პროდიუსერებიც და საერთოდ, ყველა ის ადამიანი, ვინც ახლოსაც კი ჩაივლის ამ გადაცემასთან, ვალდებული არიან, მონაწილეს ადამიანურად მოეპყრან, არ დასცინონ, არ გაამასხარაონ და მით უმეტეს, აგრესიული დამოკიდებულება არ გამოამჟღავნონ.

ცნობილია, რომ რუსული ''ვოისის'' წამყვანს, დიმიტრი ნაგიევს პირველი სეზონის მიმდინარეობისას, შოუს ორგანიზატორები დაემუქრნენ, რომ თუკი ტონს არ შეიცვლიდა და მონაწილეების მიმართ სითბოს არ გამოამჟღავნებდა, პროექტიდან კისრისტეხით გაისვრიდნენ, რის შემდეგაც ნაგიევი დარბილდა, დამშვიდდა, თავისი ირონიული მოსაზრებები თავისთვის შეინახა და საკუთარი მოვალეობის შესრულებას ისე შეუდგა, როგორც ამას პროექტი ითვალისწინებს.

ალბათ, ''ახალი ხმის'' მესვეურებს ყველაზე ცუდ სიზმარშიც კი არ უნახავთ ის, რაც 7 იანვრის საღამოს ''ვოისის'' ქართულ ეთერში იხილეს - მაია დარსმელიძის დაუმთავრებელი მონოლოგი, გაგულისებული მწვრთნელი, რომელმაც ვერ დაიოკა ემოციები და ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, გაანადგურა თავისივე გუნდის წევრი თაკო ოქროპირიძე.

განაცხადა, რომ ყველანაირ პასუხისმგებლობას იხსნიდა ამ მონაწილის მიმართ, რომ თაკო არ იმსახურებდა ფინალში მოხვედრას მხოლოდ იმიტომ, რომ მას ახლობლები უმესიჯებდნენ (?!) და თუკი თაკო ფინალში გავიდოდა, მაია მოხარული იქნებოდა, თუკი პროექტს წააგებდა.

მით უმეტეს გასაკვირია ამგვარი საუბრები იმ ადამიანისგან, რომელმაც თავადვე შეარჩია მონაწილე, დააჭირა ხელი ღილაკს, ამდენ ხანს კონკურსანტი თავის გუნდში ჰყავდა და უცებ აღმოაჩინა, რომ ის ფინალში გადასვლის ღირსი არ არის.

მაგრამ ალბათ, ფორმასაც გააჩნია, როგორ იტყვი ამ ყველაფერს და ბოლოს, როგორ მოიქცევი. როცა შენს კონკურსანტს 100 ქულიდან ერთს დაუწერ და გასაგდებად გაიმეტებ, არანაირ შანსს არ უტოვებ, რომ იბრძოლოს მხოლოდ იმიტომ, რომ შენი შერჩეული სიმღერა არ შეასრულა, ეს, ალბათ, ადამიანს ძალიან ცუდად ახასიათებს.

მაია დარსმელიძე ნამდვილად კარგი ვოკალისტია, მაგრამ რაც შეეხება მუსიკოსობას, რომელზეც თავს დებს - მუსიკოსი ცარიელი სიტყვა არ არის და უნდა დაიმსახურო, რომ მუსიკოსი დაგიძახონ.

მათ შორის პიროვნული თვისებებითაც. მთელ სამყაროზე გაბრაზებული მუსიკოსი, რომელმაც არ იცის, როგორ მოექცეს ახალგაზრდა კოლეგას, არცთუ სასიამოვნო სანახავია და მაყურებელი არ არის ვალდებული, რომ მომავალ სეზონშიც უყუროს მსგავს სცენებს.

სოციალურ ქსელებში გამოხმაურებების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, დარსმელიძის ამგვარ საქციელს არც ერთი ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი არ მიესალმა.

ასე რომ, კარგი იქნება, თუკი გადაცემის ქართველი ავტორები გაითვალისწინებენ საზოგადოების აზრს და მიუთითებენ ადამიანებს, რომ იმის გამო, რომ მას სიმღერა უნდა, ასეთი შეურაცხყოფის მიყენება არ შეიძლება...

სალომე დადიანი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 56 /
თაკოს გავლენიანი და ფულიანი ბიძა - ს
ერთი თაკო იყო ხალხის რჩეული და მეორე ჩაჩხიანია )))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))) მართლა ასეთი დებილები ხართ თუ ასეა საჭირო რომ გჯეროდეთ? :DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD
03:19 / 16-01-2014
გამოხმაურება / 0 /
თაკოს გავლენიანი და ფულიანი ბიძა - ს
)))))))))))))))))))))) ეს თქვენ გგონიათ რომ ჩავისვარეთ. ჯიგარია მაია ერთი პროცენტით შეძლო და გააჩერა ფულის ჩარიცხვა ))))))))))))))))))))))))))) ნეტა ფინალშიც პროცენტები ყოფილიყო ჩაჩხიანიც ვერ ჩადებდა ფულს. ერთი თაკო იყო ხალხის რჩეული და მეორე თაკოა რაა )))))))))))))))))))))))))))))))))))))) ვახახახახახახახახახაააა
03:16 / 16-01-2014
გამოხმაურება / 0 /
თაკოს გავლენიანი და ფულიანი ბიძა
ჩაისვარეთ ''ობიექტურებო''?
02:47 / 15-01-2014
გამოხმაურება / 0 /
თაკოს გავლენიანი და ფულიანი ბიძა
http://www.musicbox.ge/index.php/gadacemebi/news-box/7994-2014-01-14-13-47-28.html
21:56 / 14-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ვაჟა
100% ვეთანხმები დარსმელიძის გადაწყვეტილებას. ვნახე ამ გოგოს ნიჭიერში სამარცხვინო გამოსვლა და ამას უნდოდა გამხდარიყო ახალი ხმა? მადობა თქვას კიდე ამდენხანს რომ გაუძლო მწვრთნელმა
13:42 / 14-01-2014
გამოხმაურება / 0 /
მე
საქართველოში საერტოდ კონკურსი სიმღერაში უნდა ჩატარდეს რადიოს სტილში. კონკურსანტები არ უნდა ჩანდნენ, არც გვარებს ასახელებდეთ, უნდა ქონდეთ ნომრები და ჩვენც დავუმესიჯებთ ნომრებს. ბოლოს ფინალიც კი დაფარული უნდა იყოს და აი ის ერთი ვინც დარჩება ის იქნება ნამდვილად გამარჯვებული. რატოო? 1) ქულას მივცემთ ხმას და არა გარეგნობას 2) ქულას მივცემთ ხმასრ და არა კუთხურობას. 3) ქულას მივცემთ ხმას და არა ნაცნობობას და რა წესია მწვრთნელი იჯდეს ჟიურიში. როგორ ფიქრობთ მე ჩემს კონკურსანტს დაბალ ქულას დავიუწერ და შენსას მაღააალს ასე რომ გაითვალისწინეეეთ გთხოოვთ კონკურის რადიოს სტილში ეს ზუსტად ქართველებისთვის იქნება შექმნილი
12:26 / 14-01-2014
გამოხმაურება / 0 /
2000
ჯერ უნდა იყო კარგი ადამიანი(ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა)და მერე კარგი სპეციალისტი ამა თუ იმ საქმის. მოკლედ თუ შინაგანი კულტურა არა გაქვს ძნელია ისაუბრონ შენზე-ასე თუ ისე პატივი უნდა სცე ადამიანს რომელიც ელოდება შენგან თანადგომას--უბრალოდ კულტურულად მაინც უნდა მოიქცე-და არ უნდა გავდე დაბიღმილს-ეს ჩემი აზრია
10:55 / 14-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ნანა
აი ამის შემდეგ დავრწმუნდი რომ ნაგვები ხართ! მაია 100% სწორი გადაწყვეტილება მიიღო და ძალიან მაგრად მოიქცაა..თაკო ოქროპირიძე არის ერთი უზნეო და დაუნახავი პიროვნება და მაოსგან რა მხარში დგომას ელოდა??? ფუუ როგორ მეზიზღება თქვენნაირი ხალხი :)))
05:27 / 14-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ბიოლა
რა დებილები ხართ ზარს რომ უშვებთ თავიც უმტვრევიათ ჩვენით ვაკეთებინებთ ფულს ამტვრიონ შოუს თავები
23:28 / 13-01-2014
გამოხმაურება / 0 /
მარიამი
მე ის არ მითქვამს მაო აქ და იქ პოპულარულია თქოო..მე ვტქვი რომ საქართველოში ყველაზე მაგარიი მომღერალია და არა მარტო საქართველოშითქოოო..და რო მოტვინავ მერე მომმართე ძახილის ნიშნით
17:14 / 13-01-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS