20 დეკემბერი, 2017
"მისი სიმღერის მოსმენისას იტირა" - მომღერალი არჩილ ჩიხლაძე თავშესაფარში გარდაიცვალა
მომღერალი არჩილ ჩიხლაძე გარდაიცვალა. ლეგენდარულმა მომღერალმა სიცოცხლე მოხუცთა თავშესაფარში დაასრულა. ინფორმაცია ამის შესახებ, რეიტინგს თავშესაფრის ხელმძღვანელმა მერაბ შათირიშვილმა დაუდასტურა.
- მერაბმა სიცოცხლის ბოლო წლები ჩვენთან გაატარა. ფილტვების ანთება დაემართა, ამტელ ჰოსპიტალში იწვა, შემდეგ გამოწერეს, მაგრამ გაითიშა. სიბერემ თავისი ქნა და დღეს გარდაიცვალა.
- ოჯახის წევრები აქცევდნენ ყურადღებას?
- კი, მისი ყოფილი მეუღლეც აკითხავდა ზოგჯერ და ქალიშვილი ხშირად მოდიოდა. რამდენიმე დღის წინ, მომღერალი მალიბუ გვესტუმრა და მისი სიმღერა "კართან მოდგა შემოდგომა" უმღერა. ვერ გველაპარაკებოდა, მაგრამ მისი
სიმღერა იცნო და ტიროდა. ამ გოგომ ღირსეულად გააცილა ქვეყნიდან.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS