მუსიკალური პროექტის "ახალი ხმის" მონაწილე, 25 წლის თორნიკე მეცხვარიშვილი გარდაიცვალა. როგორც Ambebi.ge-ს მეცხვარიშვილის მეგობარმა, მომღერალმა ოთო ნემსაძემ განუცხადა, გარდაცვალების მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მიღებული ინტოქსიკაციაა. 25 წლის მომღერალი გარდაცვლილი დღეს იპოვეს. თორნიკე მეცხვარიშვილი პროფესიით ექიმი იყო.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.