European Film Promotion-მა
დაასახელა ევროპაში 10 საუკეთესო ამომავალი ვარსკვლავი, რომლებიც 2018 წლის ბერლინის საერთაშორისო ფესტივალზე დაჯილდოვდებიან. სია იმ ნიჭიერ ათეულს მოიცავს, რომელიც საერთაშორისო კინოინდუსტრიაში პირველ ნაბიჯებს დგამს.
რიგით 68-ე ბერლინალეზე, რომელიც 2018 წლის 15-დან 25 თებერვლამდე გაიმართება, რჩეულები სასწავლო სემინარების ჩატარებაში მიიღებენ მონაწილეობას. აღსანიშნავია, რომ ათეულში ქართველი მსახიობი პირველად მოხვდა. ეს ირაკლი კვირიკაძეა, რომელმაც რეზო გიგინეიშვილის ფილმში "მძევლები" მთავარი როლი შეასრულა. ირაკლის აქამდე ნათამაშები აქვს თამარ შავგულიძის სურათში "თბილისო, მე შენ მიყვარხარ".
ჟიურის კომენტარი ირაკლის შესახებ:
"ირაკლი ნიჭიერი მსახიობია და"მძევლებში" საკმაოდ შთამბეჭდავი შესრულებით ხასიათდება. პატარა ასაკის მიუხედავად, ირაკლის აქვს უნარი, საოცრად გამოხატოს ვნება და ბრაზი. მისი მოჭარბებული ენერგია თავმდაბლობით ნეიტრალდება."