18 დეკემბერი, 2017
"ეგებ ეხლა მაინც მიხვდეს საქართველო, რომ მუსიკათმცოდნემ უნდა შეაფასოს, ნიჭი და არა სამყაროზე დაბოღმილმა ტიპმა" - როგორ ულოცავენ სტეფანეს ნათია თოდუას გამარჯვებას და რას წერს მუსიკოსი
ნათია თოდუას გერმანულ „ახალ ხმაში“ გამარჯვებას მთელი საქართველო ზეიმობს. თავის დროზე, ქართულ „იქს ფაქტორში“, სოფო ტოროშელიძის მიერ „დაწუნებული“ გოგონა ახლა მთელ ევროპას აღაფრთოვანებს.

ნათიას ნიჭი სტეფანე მღებრიშვილმა, თამთა გოდუაძემ და გიორგი გაბუნიამ „იქს ფაქტორის“ სცენაზე გამოჩენისთანავე შეამჩნიეს.
სტეფანე ამის დასტურად სკამზეც კი დადგა, მაგრამ...

ნათია თოდუას გამარჯვებას მთელი საქართველო ულოცავს სტეფანე მღებრიშვილსაც.

„სტეფანე და ეგებ ეხლა მაინც მიხვდეს საქართველო, რომ მუსიკათმცოდნემ უნდა შეაფასოს, ნიჭი - ნიჭიერმა და არა სამყაროზე დაბოღმილმა ტიპმა.
ყველამ დავინახეთ, რომ მაგ
პოლიტიკან ტიპებს ნიჭის დანახვა არ შეუძლიათ, დანახვა და დაფასება!

რა ხედვა და ალღო გაქვს, გილოცავ შენ პირადად - ამ საოცარ ადამიანში რომ შემართება არ ჩაქრა, ბრძოლის ჟინმა აქამდე რომ მიიყვანა, ამაში შენი ხედვის, შენი კეთილი გულის, სიტყვების და გამოსხივების მადლიცაა და გმადლობ მე პირადად...

P.S. ფალიაშვილსა და ცაგარელსაც უხარიათ. მეთრეშე-მენაგვე და მისი რაზმი მუსიკას და მუსიკოსებს შეგვეშვანო, ზაქარიამ დაიბარა“
„ბრავოო Stephane, ვისაც გვჯერა გაგვატარეთ !“

„Sopho Toroshelidze & Giorgi Gabunia ჩვენ გავიმარჯვეთ ჩვენი ხელოვნურობით, ნათია თოდუა გერმანიის ვოისის გამარჯვებულია, იმედია ეს იქნება მაგალითი იმისა რომ აღარასდროს გქონდეთ არცერთი კონკურსანტის შეფასების უფლება! Stephane Mgebrishvili შენ კი გილოცავ“, - წერენ კომენტარებში.

აღსანიშნავია, სტეფანე ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ნათია თოდუას წარმატება გუშინ მიულოცა.
„Natia Todua საოცრად ! წარმოუდგენლად მიხარია შენი უფრო მაღალი მწვერვალების დაპყრობის დასაწყისი! სულ გამარჯვებული იყავი!“ - დაწერა მუსიკოსმა.


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 5 /
გეტანხბიტ ბესიკ
ან სტეპანე რომელი პროპესიონალია, დადგმული შოუ იყო და გაუმარტლა სტეპანეს:-)
04:28 / 19-12-2017
გამოხმაურება / 0 /
ანა
ბესიკ დუღაშვილო, რა ბოღმა ხარ :D :D რა შუაშია აქ სტეფანეს ლანძღვა? ტიპმა პირიქით უდიდესი მოტივაციით და დადებითი იმპულსებით დამუხტა ეს გოგო, კარგის მეტი არაფერი უთქვამს და შენ რა ვერ გასვენებს? ან ვის კომპეტენციაზე საუბრობ? როგორც მხატვარმა რომ ვერ ივარგე და კარიკატურისტიც ისე რა რომ ხარ, ვერაღიარებულო გენიოსო, ეგ ბოღმა ხომ არ გახრჩობს ნეტა? ისე, რა ბედი გაქვს, ქოცებმაც ვერ გაღიარეს ვერაფრით :D :D :D
21:15 / 18-12-2017
გამოხმაურება / 0 /
მარინელა
რა იყო, საქართველოს მუსიკათმცოდნეებიც არ ყავს? მარტლა რა მასხრობაა, ვისაც მოსმენის მეტი არაფერი ვიცით მუსიკაში, ჟიურში ვიჯდეთ?
20:43 / 18-12-2017
გამოხმაურება / 0 /
ნანა
ჯერ ერთი მუსიკათმცოდნე კი არა მუსიკისმცოდნე. მეორე ის, რომ ძალიან კარგია გაიმარჯვა ნიჭიერმა გოგომ, პატრონი არ ყავდა და აიმარჯვა, ჩვენ ქვეყანაში პატრონია მთავარი დამერე ნიჭი სამწუხაროდ და მესამე უფრო ნიიერებც მინახავს, მაგრამ იღალი არა აქვთ ან ბრძოლა არ იციან და ფარხმალს ყრიან..
20:16 / 18-12-2017
გამოხმაურება / 0 /
ბესიკ დუღაშვილი
..და რა, გოგუაძე მუსიკოსი არ იყო კულისებისკენ რომ მიუთითა? ან სტეფანე რომელი მუსიკათმცოდნე მყავს? საერთოდ, ჯობია ჟიური კომპეტენტური იყოს და არა კონკურენტი!!
14:39 / 18-12-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS