ნათია თოდუამ გერმანულ "ახალ ხმაში" გამოჩენამდე გრძელი გზა გაიარა - ჯერ საკუთარი ძალები ქართულ "იქს ფაქტორში" მოსინჯა 2014 წელს, თუმცა, არ გაუმართლა - მან შოუს ფინალამდე ვერ მიაღწია.
ქართული "იქს ფაქტორის" 4 წევრიდან სამმა - გიორგი გაბუნიამ, სტეფანე მღებრიშვილმა და თამთა გოდუაძემ მის მიმართ აღფრთოვანება ვერ
გერმანულ შოუში ნათიას გამარჯვების შემდეგ სოციალურ ქსელებში აქტიურად აზიარებენ ვიდეოს, სადაც სოფო ტოროშელიძე გოგონას უარყოფითად აფასებს. პროდუსერი კრიტიკოსებს "ფეისბუქის" პირად გვერდზე პასუხობს:
"ვულოცავ პირველ რიგში ნათია თოდუას ამ უდიდეს წარმატებას და შემდეგ მთელ საქართველოს! ეს არ არის პატარა საქმე ქვეყნისთვის!!! ნამდვილად საამაყოა თითოეული ჩვენგანისთვის მისი ამხელა წარმატება! რაც შეეხება ჩემს არას, რომელიც მან მიიღო თავის დროზე იქს-ფაქტორში ფაქტია, არც მაშინ იყო გადამწყვეტი და ფაქტია, რომ არც ცხოვრებაში გახდა გადამწყვეტი!!! ასე რომ, ვულოცავ მთელი გულით ყველას!!!", - წერს სოფო ტოროშელიძე.