18 დეკემბერი, 2017
სოფო ტოროშელიძე თავის დროზე ნათია თოდუას "დაწუნების" გამო კრიტიკას "ფეისბუქით" პასუხობს
21 წლის მომღერალი ნათია თოდუა გერმანული "ახალი ხმის" გამარჯვებული გახდა. ქართველმა გოგონამ, რომელიც ორი თვეა, რეიტინგული შოუს მონაწილეა, მაყურებელთა ხმების 50% მოიპოვა. მეორე ადგილზე გასულმა კონკურსანტმა ხმების 25% მიიღო.
ნათია თოდუამ გერმანულ "ახალ ხმაში" გამოჩენამდე გრძელი გზა გაიარა - ჯერ საკუთარი ძალები ქართულ "იქს ფაქტორში" მოსინჯა 2014 წელს, თუმცა, არ გაუმართლა - მან შოუს ფინალამდე ვერ მიაღწია.

ქართული "იქს ფაქტორის" 4 წევრიდან სამმა - გიორგი გაბუნიამ, სტეფანე მღებრიშვილმა და თამთა გოდუაძემ მის მიმართ აღფრთოვანება ვერ
დამალეს და მეორე ტურში უყოყმანოდ გადაიყვანეს, თუმცა, ჟიურის მეოთხე წევრმა - მომღერალმა და პროდიუსერმა სოფო ტოროშელიძემ მას "ხელოვნური" უწოდა:

გერმანულ შოუში ნათიას გამარჯვების შემდეგ სოციალურ ქსელებში აქტიურად აზიარებენ ვიდეოს, სადაც სოფო ტოროშელიძე გოგონას უარყოფითად აფასებს. პროდუსერი კრიტიკოსებს "ფეისბუქის" პირად გვერდზე პასუხობს:

"ვულოცავ პირველ რიგში ნათია თოდუას ამ უდიდეს წარმატებას და შემდეგ მთელ საქართველოს! ეს არ არის პატარა საქმე ქვეყნისთვის!!! ნამდვილად საამაყოა თითოეული ჩვენგანისთვის მისი ამხელა წარმატება! რაც შეეხება ჩემს არას, რომელიც მან მიიღო თავის დროზე იქს-ფაქტორში ფაქტია, არც მაშინ იყო გადამწყვეტი და ფაქტია, რომ არც ცხოვრებაში გახდა გადამწყვეტი!!! ასე რომ, ვულოცავ მთელი გულით ყველას!!!", - წერს სოფო ტოროშელიძე.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 6 /
გიორგი
ბოღმა
10:35 / 19-12-2017
გამოხმაურება / 0 /
ია
ნათია, წარმატებებს გისურვებ!
18:17 / 18-12-2017
გამოხმაურება / 0 /
გიორგი
ქართულ ვოისში ნინო ჩხეიძის დაწუნებულმა დათო გაბიძაშვილმა სრული დისკები ჩაწერა ავსტრალიაში და ამერიკაში, ახლახან ვიდეო კლიპიც ჩაუწერეს ამერიკაში და ლოს-ანჟელესში მართავს კონცერტებს!
18:00 / 18-12-2017
გამოხმაურება / 0 /
თამუნა
რა თქმა უნდა იყო ტენდენციური... სხვა გზა არ დარჩა...რა უნდა თქვას...
16:49 / 18-12-2017
გამოხმაურება / 0 /
ნიანია
ტოროშელიძე ,რა იდიოტი ყავხარ გამჩენს?! მაშინვე გაოცებული ვიყავი ვინ დაგსვა შენ ჟიურში!?? რა შეგიქმნია შენ თვითონ რაიმე განსაკუთრებული,რომ სხვებისადმი ასეთი ამბიციური და სუბიექტური ხარ?! აღფრთოვანებული ვარ ნათიას ნიჭით,მას ყველაფერი აქვს სცენისთვის-მომხიბვლელობა ,მოქნილი ხმა,არტისტიზმი,დინამიკა და სხვ. ალბათ ,უბრალოდ ყველაფერს თავისი დრო აქვს და დადგა დრო შენი გამარჯვებისა,და დაფასდა შენი მცდელობა! გილოცავ!მეამაყება ,მიხარია! წარმატებები!
16:43 / 18-12-2017
გამოხმაურება / 0 /
გიული
აქ აღნიშნული იყო სოფო ტოროშელიძეს უარზე და არა იმაზე, გადამწყვეტი იყო თუ არა მისი არა იმ შემთხვევაში. აქედან გამომდინეარე მას პასუხი უნდა გაეცა კითხვაზე, რა მიზზი იყო იმისა, რომ მან უარყოფითად შეაფასა მისი გამოსვლა, ხომ არ იყო ის მაშინ ტენდენციური?
13:47 / 18-12-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS