ნათიას წარმატებას დღეს მთელი საქართველო ულოცავს, თუმცა, წლების წინ, მისი სიმღერა სოფო ტოროშელიძეს არ მოეწონა.
მაშინ პატარა გოგონა ბედს ქართულ "იქს ფაქტორში" ცდიდა.
ნათია ქართული "იქს ფაქტორის" შემდეგ, უკრაინულ რეალითი შოუშიც მონაწილეობდა, თუმცა, გამარჯვება იქაც ვერ მოიპოვა, მაგრამ ამას არ დასჯერდა და გერმანიაში გაემგზავრა. იქ დღეს ყველა მის შესახებ ლაპარაკობს.