გიორგი პაპკიაური (ჯგუფი“ART FACE“ ) : პრინციპში მე კმაყოფილი ვარ. არ მქონდა გათვლა ჰიტზე უბრალოდ ვაკეთებდი
კლიპის სცენარის ავტორიც თავად გიორგი პაპკიაური გახლავთ. ეს კლიპი FACE PRODUCTION-ის მიერ არის გადაღებული. საღამოს არაერთი ცნობილი ადამიანი ესწრებოდა.
სოფო ნიჟარაძე (მომღერალი): მე გიორგი ერთ-ერთი პროექტის მსვლელობის დროს გავიცანი, როდესაც ჩემი ფინალისტის საგულშემატკივროდ მოვიდა თავის ბენდთან ერთად. მაშინ პირველად მოვისმინე მისი შემოქმედება და გავგიჟდი ისე მომეწონა. წარმოუდგენელია, ასეთი მუსიკოსი გაიცნო და მასთან დამეგობრება არ მოგინდეს. ასევე, გიორგი აღმოჩნდა საოცარი ადამიანი და ეს მის მუსიკაში კარგად ჩანს. საოცარი მინიმალიზმი, შავ-თეთრი კლიპი, ცოტა სექსუალურობა და მოკრძალება იყო ისე, როგორც უნდა ყოფილიყო.
კლიპის სატელევიზიო პრემიერა გადაცემა „პროფილში“ უკვე შედგა და ახლა თქვენს შეფასებას ელოდება.