15 დეკემბერი, 2017
გია გაჩეჩილაძის აქამდე უცნობი სიძისა და ქალიშვილის ცხოვრების საინტერესო დეტალები
ბოლო დღეების აქტუალური პერსონა, გია გაჩეჩილაძე იგივე უცნობი გახლავთ. მომღერალი და საზოგადოებრივი აქტივისტი, ამჯერად საკუთარ მეგობარს, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს დაუპირისპირდა. დაპირისპირების მიზეზი, კი მისი სიძე გიორგი შარაშიძე გახლავთ.

Rating

გიგიშა შარაშიძე, სიტროენ ჯორჯიას დირექტორია. მისი და მისი სიმამრის, უცნობის განცხადებით, სახელმწიფო შესყიდვები არასწორად ტარდება და ამის დამამტკიცებელი დოკუმენტაციაც აქვს.

Rating

შარაშიძემ, ე.წ. კარტელურ გარიგებებზე დოკუმენტაცია გუშინ კანცელარიაში მიიტანა, საღამოს კი, უცნობი ტელევიზიით გამოვიდა და საზოგადოებას, ჩვენთვის პრემიერისთვის და მისთვის მეგობარ კვირიკაშვილისთვის გაგზავნილი მესიჯები სახალხოდ წაუკითხა.

Rating

ამ ფაქტს
სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ინტერნეტ-მომხმარებლები ხუმრობითაც კი მიმართავენ ერთმანეთს, რომ მათი მიმოწერა არასოდეს გაასაჯაროვონ.

Rating

გია გაჩეჩილაძის ქალიშვილმა ირინამ, გიგიშა შარაშიძეზე რამდენიმე წლის წინ იქორწინა. წყვილს ჰყავს პატარა ვაჟი, რომელიც ბაბუასთან, გია გაჩეჩილაძესთან დიდ დროს ატარებს. ბავშვს ილია ჰქვია და ის უცნობის პირველი შვილიშვილია. რაც შეეხება თავად ირინა გაჩეჩილაძის საქმიანობას, ის დიზაინერია და ძვირადღირებულ სამკაულებს ამზადებს. 
Rating

აშკარაა, რომ უცნობს სიძესთან გადასარევი ურთიერთობა აქვს. გაჩეჩილაძეები ხშირად ატარებენ დროს საგურამოს აგარაკზე, სადაც მთელი ოჯახი იკრიბება. საცურაო აუზი აგარაკზე არავის უკვირს, მაგრამ გაჩეჩილაძეებს პატრიოტული აუზი აქვთ, არც მეტი, არც ნაკლები მას საქართველოს რუკის ფორმა აქვს.

Rating
Rating


Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS