13 დეკემბერი, 2017
"ჩვენ მას ვუწოდებთ საყოველთაო მამიდას, რადგან არ ახსოვს საკუთარი თავი" - როგორ ახასიათებს მიხეილ ცაგარელი კალაძეს
ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა „მარშალპრესის“ პრეს-კლუბში, ქალაქის მერის, კახა კალაძის შესახებ ისაუბრა. კახა კალაძე ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით თევზებია.

„ჩვენი მერი, თევზების ზოდიაქოს ნიშანია. თევზებს აქვთ კარგი წელიწადი. ამიტომ მას არ აქვს უფლება, დაკარგოს ეს წელიწადი. რადგან ბევრი კარგის გაკეთება შეუძლია.

ჩვენი მერი, გამოირჩევა იმით, რომ ის ფული, რომელიც მას აქვს, მოიპოვა საკუთარი შრომით. ანუ ხელისუფლებაში მოვიდა კარგი სახით. თევზები ყველაზე ადამიანური ნიშანია, რომელიც ზრუნავს საზოგადოებაზე. საყოველთაო მამიდას ვუწოდებთ ჩვენ მას, ზოდიაქოს ნიშნებს შორის.

იმიტომ რომ ისეთი
მზურნველია, საკუთარი თავი არ ახსოვს და ახსოვს საზოგადოება. გარანტიას ვაძლევ, რომ ის ძალიან პოპულარული გახდება საზოგადოებაში“.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS