13 დეკემბერი, 2017
ვერიკო ტურაშვილმა და კახა კუხიანიძემ ლეგენდარული სიმღერა ახლებურად გააცოცხლეს
ქართული შოუბიზნესის ყოფნა არ ყოფნის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება ალბათ აღარ მოგვიწევს. ფაქტია, რომ გასული წელი საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა, რადგან არაერთი მომღერლის კლიპის პრემიერაზე მოგვიწია სტუმრობა.

ამჯერად კი ქართველ მელომანებს კახა კუხიანიძემ და ვერიკო ტურაშვილმა დუეტი შესთავაზეს. მათი თანამშრომლობა 9-წლიანი ტაიმ-აუტის შემდეგ პირველად შედგა.

რა გასაკვირია, რომ კლიპის პრემიერაზე არაერთმა სელებრითმა მოიყარა თავი.
Rating
კახამ და ვერიკომ უკვდავი დუეტი „დეკემბერი, დეკემბერი“ გააცოცხლეს. ამ სიმღერას დარეჯან გურასაშვილი, ანანო მჟავიას დედა, და მერაბ სეფაშვილი ასრულებდა.

ეს არის სიმღერა, რომელიც 1980 წელს გამოვიდა. იგი მსმენელმა ძალიან შეიყვარა და დღემდე ძალიან უყვარს. თუმცა, ის ძველი ხასიათი ამ სიმღერაში კვლავ იგრძნობა. 

ვერიკო ტურაშვილი: ეს არის ყველასთვის საყვარელი და კარგად ნაცნობი ძველი სიმღერა ზურა მჟავიას „დეკემბერი, დეკემბერი“. ჩვენ კი მისი ახალი ვერსია ჩავწერეთ. არანჟირების ავტორი არის პაატა ანდრიაძე.

კახა კუხანიძე: იცი რა, ძალიან კარგი წელი იყო. ბევრი გასტროლები გვქონდა, გასვლითი კონცერტები ევროპაში და, რა თქმა უნდა, საქართველოში. ორივემ გავაკეთეთ ვიდეორგოლი სოლო სიმღერებზე და ახლა უკვე დუეტით ვაგვირგვინებთ ამ წელს. ძალიან ბედნიერი ვარ.

როდესაც შემოქმედებითად ნაყოფიერი წელი გაქვს,  ეს არის ძალიან მაგარი შეგრძნება. რაც შეეხება მომავალ წელს, უფრო ბევრ სიახლეს ველოდებით და ერთობლივი ბევრი გეგმა გვაქვს.
Rating
რაც შეეხება კლიპს, როგორც მომღერლებისგან გავიგეთ, მისი რეჟისორი ინკოგნიტოდ დარჩენას ამჯობინებს. კლიპში ვერიკოს დ კახას ჩაცმულობაზე დიზაინერმა მეგი გაბუნიამ იზრუნა.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS