08 იანვარი, 2014
დეკანოზი პეტრე კვარაცხელია: იქნებ მე ვარ სუროგატი დედის მიერ დაბადებული ბავშვი?!
დედა ჩაიკეტა, მამა ცამეტი წელია სადღაც წავიდა, მეგობარმა თვალი ამარიდა, დამრიგებელმა ჩემი უმამობა ეჭვქვეშ დააყენა შობის ღამეს, როდესაც ზეცა უჩვეულოდ განათდა, ვარსკვლავის გაუჩინარებამდე სურვილი ჩავიფიქრე და ჯვარს ვემთხვიე. ეს მაქსიმუმი იყო, რაც რელიგიურად შევძელი. დანარჩენი მეორე ხარისხოვნად მიმაჩნდა.

ფანჯარასთან სანთლის ანთებაც და სადმე ხალხმრავალ ტაძარში მისვლაც. პირიქით, სანახაობისთვის მისული ადამიანების ნახვა საზეიმო განწყობას დამიკარგავდა. ამიტომ უსასრულო მოლოდინიც არ დამიწყია.

სიხარულმა ამიტაცა და ალბათ ეს იყო შობის დადგომაც. ,,ქრისტე იშვა ბეთლემსა, სიყვარული ჩვენზედა"... ყველაზე იმედიანი და
ნათელი დღეა. თითქოს სხეული მამძიმებს და ხელს მიშლის, რომ ანგელოზთა გუნდს შევუერთდე, ,,დიდება მაღალთა შინას შეძახილით''...

არ მაქვს ფრთები, მაგრამ დავფრინავ. არ მესმის საღმრთო ლიტურგია, მაგრამ ვგრძნობ, არ წამიკითხავს ზიარების ლოცვები, მაგრამ უკუნ სიბნელეში ,,ბრწყინავ წყვდიადს'' ვეზიარე. დედა ტაძარშია.

დამტუქსა, თავის ტკივილი მოვიმიზეზე და მაინც არ გავყევი. ვერ ვხვდები, იქ რაზე წავიდა, ჩვილი იესო ჩემს გულში უკვე იშვა და სანთლის შუქივით ნათელ თითებს სულის ფსკერზე მიფათურებს. უცრემლოდ ვტირი.

მგონი მეც მასთან ერთად დავიბადე და ღვთისმშობელს მივეკედლე. საოცარია, ღმერთი ადამიანად გადაიქცა, გამოქვაბული განათდა, ზამთრის ყველაზე ცივი ღამე, სოფელში ბაბუის მიერ აბრიალებული ბუხარივით გათბა და მოგვეცა იმედი, ,,შინ'' დაბრუნებისა.

ოთახში შუქი ჩავაქრე, სარკმლიდან გავყურებდი ნამგალა მთვარეს და მწყემსები გამახსენდა. პირველი ხომ ისინი მივიდნენ ბაგაში, ძღვენით. ნახევარ მთვარეზე მთელი სამყარო ქანაობდა, ანუ ჩემი ჩამუქებული ოთახიდან დედამიწის მეორე მხარეს ვხედავდი, მორთული ნაძვის ხეებით და ლოცვად აღვლენილი ტაძრებით.

ჩემი პატარა ტაძარი ჯერ დასრულებული არ მაქვს, მაგრამ მაინც ძალიან მამშვიდებს. ცამეტი წელია ვაშენებ. ვინ იცის, როდის დავასრულებ. ალბათ მანამდე ბევრჯერ იშვება იესო. საბოლოოდ კი მეც წამიყვანს.

თაროზე ორ წიგნს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ესენია - ,,იესო ქრისტეს ცხოვრება'' და ,,პატარა უფლისწული''. თუმცა ორივე ერთი და იგივე მგონია. ახლა არაფერზე ვფიქრობ. მხოლოდ მიხარია, მიყვარს, მენატრება, მამშვიდებს, ვიღიმი... კარზე აკაკუნებენ.

რა დრო გასულა, დედა დაბრუნდა. ,,ქრისტე იშვა, შვილო''... ,,ვიცი, დედა. აქ მყავს, გულში''... თბილად ჩამიკრა და რაღაც სიცივე გადამედო... ,,ეპისტოლე'' მომაწოდა და თვითონ დასაძინებლად შევიდა.

მეც საკუთარ ,,ბაგას'' მივაშურე, კარი მოვიხურე და შუქი ავანთე, მაგრამ ვიგრძენი, რომ სხვა სინათლე ჩაქრა. ,,ბიბლია გვასწავლის, რომ ოჯახის უფალი არის ღმერთი, რომელმაც ადამისა და ევას სახით მთელი კაცობრიობა შექმნა.

ამდენად, ყველა ადამიანის მამა, ამ სიტყვის ყველაზე სრული და აბსოლიტური მნიშვნელობით, არის თვით შემოქმედი.''რამდენ რამეს გვასწავლის ბიბლია. ჩვენ ხშირად ვერ, ან არ ვსწავლობთ.

ყველაზე მეტად სახარებაში მოთხრობილი სიყვარული მიყვარს. მიტევებას, ჩახუტებას, სითბოს და თანადგომას რომ გულისხმობს. ,,ის, რომ მამაკაცი თავია ოჯახისა, არ ნიშნავს მის ბატონობას, არამედ მის მსხვერპლშეწირულ მსახურებას, მის პასუხისმგებლობას ცოლისა და შვილებისადმი.

იგია მათი დამცველი, მომპოვებელი არსობის პურისა და ამასთან, ღვთისმმსახური თავისი სახლისა. მან უნდა გამოითხოვოს უფლისაგან წყალობა, სიყვარული და მადლი ოჯახის წევრებისათვის.''

ეს არ მესმის, რადგან მე და დედა მარტო ვცხოვრობთ. ამ თემაზე არც გვისაუბრია. ალბათ მაგის დროც მოვა. ისე კი მაინტერესებს, ვინ არის მამაჩემი.

დაახლოებით ვხვდები. ის, ვინც ყველაზე მოსიყვარულე და მზრუნველია, თუმცა... ,,განა შეიძლება ბედნიერი იყოს ის ოჯახი, სადაც აბორტი კეთდება და უსუსური პატარა არსებების უღვთოდ დაჩეხილი სხეულების აჩრდილები დადიან?

და როგორი საშინელებაა იმის წარმოდგენაც კი, რომ ყოველ წელს, არაოფიციალური მონაცემებით, მილიონამდე აბორტი კეთდება საქართველოში და ამის შემჩერებელი ჯერჯერობით არავინ არის.'' გავქვავდი. რატომ ართმევენ უფლებას, რომ დაიბადოს?!

მკვლელობა უამრავია, მაგრამ დაბადებამდე ჩადენილი სიკვდილი?! ახლადშობილო იესო, სად ხარ, შემეწიე... ცხვირიდან სისხლი წამსკდა, შიგნით რაღაც დარტყმა ვიგრძენი. მარწუხების მოჭერის ხმაც ჩამესმის და სუნთქვაც ამიჩქარდა...

,,შეიძლება ოჯახი იყოს ბედნიერი, სადაც სუროგატი დედის მიერ დაბადებული ბავშვი იზრდება? ეს პატარა ხომ თავიდანვე გაწირეს უსიყვარულობისათვის, მიუსაფრობისა და მარტოობისათვის.

იგი კეთილდღეობაშიც რომ გაიზარდოს, მუცლადყოფნის პერიოდის ამ სიმძიმეს ვერაფერი შეცვლის და ეს, აუცილებლად, იჩენს თავს ზრდასრულ ასაკში.

პრობლემატურნი იქნებიან ის ბავშვებიც, რომლებიც ხელოვნური განაყოფიერებით დაიბადნენ და მათი სიცოცხლე მრავალი ემბრიონის განადგურების შედეგად განვითარდა.

''დრო გაჩერდა. მთვარემ ნათელი დაკარგა. პლანეტაზე მარტო ვარ.ბეთლემის გამოქვაბული დაცარიელდა. პატარა, მოსიყვარულე იესო გამკაცრდა, ასაფრენად გამზადებული ტაძრები დამძიმდა.

დედა ჩაიკეტა, მამა ცამეტი წელია სადღაც წავიდა, მეგობარმა თვალი ამარიდა, დამრიგებელმა ჩემი უმამობა ეჭვქვეშ დააყენა, საზეიმო სიხარული ახლადშობილის სახვევივით დამიმოკლდა, სამყარო სხვადასხვა ენაზე ალაპარაკდა, ოთახი, სადაც რამოდენიმე საათის წინ ღმერთი იშვა დალაქავებულ კოლბას დაემსგავსა.

იქნებ მე ვარ სუროგატი დედის მიერ დაბადებული ბავშვი?! იქნებ არ მაქვს უფლება არსებობის, ღიმილის, შობის სიხარულის. იქნებ ფიქალის ვარ.

იქნებ სხვაა, სულად გაჩენა... მარტო სულად... მარტო სხეულად... ან ორივე ერთდროულად... მაშ მე ვინ ვარ?!.

ადამიანი?! არადამიანი?! თოჯინა?! (ჩა)ნახატი?! (ჩა)ნაფიქრი?! ღმერთის მშობელო დედაო, შენ მაინც მითხარი, ვინ ვარ?!. ალბათ არავინ... ან იქნებ, ნამსხვრევებად ქცეული, ფაიფურის სული...

დეკანოზი პეტრე კვარაცხელია
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 56 /
ხევსური
პირველად მწერ სასულიერო პირზე კრიტიკას და ღმერთო მომიტევე. ეს ის მამაო არაა "ტაბულადან" რო გალანძღა გასაცოდავებული ხალხი ვინც წმინდა ბერის საფლავზე რიგებში იდგა? არა რაა.. ჯობია გავჩუმდე და ხალხს ვთხოვო მოუსმინონ მამა თეოდორე გიგნაძის სიტყვას პატრიარქის ესპისტოლესთან დაკავშირებით. ინტერნეტში იოლად მონახავთ და დაინახავთ რამხელა უფსკრულია მამა პეტრესა და მამა თეოდორეს შორის და აშკარად იგძნობთ როგორი უნდა იყოს სასულიერო პირი. მამა პეტრემ თუ ასეთი შემართებით გააგრძელა მალე ბექა მინდიაშვილის და ბასილი კობახიძის გვერდით აღმოჩნდება და ღმერთმა დაიფაროს ამისგან! უფალმა გააძლიეორს რომ არ ასცდეს ჭეშმარიტგზას და თავის მოსიყვარულე სულიერ მამას აღარ ეურჩოს!
03:43 / 11-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ირინა
იცით არასოდეს არაფერზე გამიკეთებია კომენტარ უნდაი, ჩემი აზრი ხმამაღლა არასოდეს დამიფიქსირებია, მაგრამ ..... კარგ მთქმელს კარგი გამგონი უ ნდა... პატრიარქმა ის კი არ ბრძანა ვინც ამ გზითაა გაჩენილი ისინი მოვიკვეტოტ და გავრიყოთო... არამედ შევეცადოთ ცოდვა თავიდან ავიცილოთ...რატომ არ გესმი , რომ აგვეზე ის ჩასახულები, რომლებსაც სანაგვეზე აგდებენ ისინიც ცოცხალი არსებები არიან... ისინიც თქვენი შვილები დები და ძმები არინ... დაფიქრდით .... უფალო დაგლოცოთ თითოეული თქვენგანი და გაგაძლიეროთ....
23:07 / 10-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ნათია
მამაო თქვენ ეკლესიაში არ დადიხართ, და მამაო ხართ? არ გინდათ ხალხს უთხრათ, აქციების მაგივრად ილოცონ და ღმერთი აუცილებლად მოახდენს სასწაულს, თქვან იმ მამაოებს მაგონებთ ორი ღამეა გვარამიას ტელევიზია რომ პილმებით გვაცნობს, უსიამოვნო ფრაზამ თუ იესო გააქრო თქვენი გულიდან... თქვენ არ ხართ მამაო...
16:07 / 10-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ბიძინა
იაღოველის სუნი ასდის (ღმერთო მომიტევე)
12:07 / 10-01-2014
გამოხმაურება / 0 /
კენტავრი
ამ წერილსაც თუ შეიძლებოდა ასეთი აზრთა სხვადასხვაობა გამოეწვია ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, ბნელები ვართ, ბნელები და ყრუები და ჩვენი ცხვირის იქით არაფრის დანახვა არ გვინდა , გვეზარება და იმიტომ, მცონარობა და ფსევდო მოაზროვნეობა გვირჩევნია ტვინის განძრევას, პირველი ქვა იმან ისროლოს ვინც უცოდველიაო, ქრისტიანობა სიყვარულია და მიტევება და არა არაკომპეტენტურად ყრანტალი და თავდასხმა, სანამ ვინმეს განვსჯით ან ჩავქოლავთ (რაც ასე ზალიან გვიყვარს) ჯერ ჩვენი თავი ჩავაყენოთ იმ ადამიანის მდგომარეობაში. და მერე განვსაჯოტ თუ ნამუსი მოგვცემს მაგის საშუალებას, ყველა , ყველა , ყველა, სუროგატებო , პიდარასტებო, უწიგნურებო, წიგნიერებო , ეკლესიას სეფარებულო ავაზაკებო, ბნელებო და უნამუსოებო, სხვისი ტკივილის თანამგრზნობებო, ქვის მსროლელებო, ჩაქოლილებო, ქრისტეს მეასედ ჯვარზე გამკვრელნო და ქრისტესთვის თავგაწირულნო.ღვტისნიერებო, ღმერტგამწყრალებო, ჭკვიანებო ად უტვინოებო. ყველა ყველა ყველა მიყვარხართ
01:24 / 10-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ლიკა
რა სიმპატიური ხართ პეტრე,ძალიან განათლებული,მოაზროვნე,საინტერესო ადამიანი.სტატიამ ძალიან დამაფიქრა.სიამოვნემით ვიმეგობრებდი თქვენთან.
23:21 / 09-01-2014
გამოხმაურება / 0 /
მარი
ეს უეჭველი ნაცების ჩანერგილი მამაოა, ამაზე არის შიგნით ლაპარაკები და ბევრია ესეთი კიდევ სწორედ მამა ფილიპე აბაშიძეს ააქვს წინასწარმეტყველება ბოლო ჟამზე რომ მისი უწმინდესობა განწმინდავს ეკლესიებს უღირსი სამღვდელოებისაგან, ხე ნაყოფით შეიცნობა თუ არ ეთანხმება ქრისტიანულს რა უნდა ტაძარში???? შეხედეთ ამ სტატიას სხვა ქრისტიანებიც კი არ უარყოფენ რომ ეს ცოდვაა მაშ ვინღაა ეს მამაო თუ არა ერთ-ერთი ჩანერგილი????რომის პაპიც კი გაოცდა იმ ჟივჟივით რაც პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს მოჰყვა: ------------- მეუფე ჯუზეპე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ასევე აქვეყნებს მეცნიერ ასუნტა მორესის სტატიას ხელოვნურ განაყოფირებაზე, რომელსაც ჰქვია დედა მხოლოდ ერთია. "1978 წლის ივლისი შეგვიძლია ჩავთვალოთ ე.წ. "ანთროპოლოგიური საკითხის" დაწყების თარიღად, ანუ იმ რევოლუციისა, რომელიც კაცობრიობას იმ ფუნდამენტს უცვლის, რომელსაც აქამდე ყველანი ვიცნობდით. 1978 წლის ივლისში დაიბადა ლუიზა ბრაუნი, პირველი ბავშვი, რომელიც ჩაისახა სინჯარაში. პირველად კაცობრიობის ისტორიაში ჩასახვა მოხდა დედის მუცლის გარეთ. ამგვარად დაიწყო IN VITRO განაყოფიერების ტექნოლოგიები, რომლებიც საშუალებას იძლევიან ემბრიონი ჩამოყალიბდეს ქალის სხეულის გარეთ, ლაბორატორიაში, ორი გამეტის, სპერმატოზოიდისა (მამრობითი) და კვერცხუჯრედის (მდედრობითი) შეერთებით: ჩასახვა, რომელიც ადამიანის ხელით ხორციელდება. IN VITRO განაყოფიერებით დასრულდა კონტრაცეპციით დაწყებული გზა: ამ უკანასკნელის შემთხვევაში იყო ხორციელი ურთიერთობა შვილების გარეშე, ახლა კი, ხელოვნური განაყოფიერებით, არიან შვილები ხორციელი ურთიერთობის გარეშე. აქ ქრისტიანებმა პირველებმა ამოიღეს ხმა: კონტრაცეპციის შემთხვევაში ითქვა, რომ არ შეიძლებოდა პროკრეაციის გამოყოფა სექსუალურობისაგან. ხოლო სინჯარაში ჩასახვა ცვლიდა კაცობრიობის ფუნდამენტურ აქტს, რომელიც აერთიანებს ყოველ ადამიანურ არსებას (ყველანი ჩასახულები არიან კაცისგან და ქალისგან დედის მუცელში), სახიფათოდ ეცვლება რაღაცა ჩვენს ადამინურ ბუნებას. ტექნიკურად ხელოვნური განაყოფიერება არ არის უბრალო გასეირნება, არამედ ექსკლუზიურად ქალისათვის მძიმე ტვირთია. მამაკაცებმა მხოლოდ სპერმა უნდა გაიღონ მასტურბაციის საშუალებით. ქალები კი ჯერ ექვემდებარებიან მძიმე ჰორმონალურ ზემოქმედდებას, რომელიც მათ საშუალებას აძლევს გამოიმუშაონ კვერცხუჯრედები. ბუნებრივად ქალი ერთ კვერცხუჯრედს გამოყოფს ერთ თვეში, ჰორმონალური ზემოქმედებით კი მამოიყოფა უფრო მეტი. ჰორმონალური ზემოქმედებით მწიფდებიან ფოლიკულები, რომლებიც შეიცავენ კვერცხუჯრედებს. ფოლიკულების ასპირაციისათვის ქალმა ოპერაცია უნდა გაიკეთოს ზოგადი ანესთეზიითა და ღრმა სედაციით, ქირურგი აკეთებს ფოლიკულების ასპირაციას და მათთგან მიიღება კვერცხუჯრედები, რამოდენიმე ერთეულიდან რამოდენიმე ათეულამდე. ამ ეტაპზე ბიოლოგები ლაბორატორიაში ახორციელებენ განაყოფიერებას, სპერმატოზოიდებისა და კვერცხუჯრედის ერთად მოთავსებით ან სპეციალური ხელსაცყოთი შეყავს სპერმატოზოიდი კვერცხუჯრედში. განაყოფიერებული კვერცხუჯრედი იდება ინკუბატორში და ელოდებიან რათა გამოჩნდეს იზრდება თუ არა, იწყებს გაყოფას თუ არა: თუ კი, მაშინ ემბრიონი შეიძლება გადატანილ იქნეს ქალის საშვილოსნოში. IN VITRO განაყოფიერება არ კურნავს სტერილურობას (ამ ინტერვენციების შემდეგ მამაკაცი და დედაკაცი სტერილურები რჩებიან როგორც მანამდე), არამედ გადააქვს ჩასახვა ქალის სხეულიდნ მის გარეთ. მაშასადამე, სად არის პრობლემა? ფაქტია, რომ ამ ტექნოლოგიებით დედობა იყოფა უფრო მეტ თანამონაწილეებად, როდესაც მანამდე ერთი იყო დედა, ახლა შეიძლება იყვნენ სამი ან ოთხი:
20:24 / 09-01-2014
გამოხმაურება / 0 /
გეო
რატომ აკეთებთ ამას მამაო.
20:09 / 09-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ხოხ
კარგ მთქმელს, კარგი გამგები უნდაო.ნუ ცდილობთ ჭიქაში ქარიშხლის ატეხვას,ესეც ხომ ცოდვაა.
19:53 / 09-01-2014
გამოხმაურება / 0 /
მაიკოს!
შე ბნელო, ტყუპები იმიტომ ჩნდება, რომ რამოდენიმე ემბრიონი გადააქვთ საშვილოსნოში. ეს იმიტომ ხდება, რომ დაორსულების შანსი გაიზარდოს. ნეტავი შენი სექსით დაბადებული შვილები, რითი სჯობია მათ? არაფრიიიიით!
18:56 / 09-01-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS