12 დეკემბერი, 2017
"წაღებულია ძვირფასეულობა, ფული და საქორწინო ბეჭდები" - მანიკა ასათიანი გაქურდეს
ტელეწამყვანი მანიკა ასათიანი გაქურდეს, ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს: "გუშინ ღამე სახლი გატეხილი და გაქურდული დამხვდა ! მე და გიო ვიყავით მარტოები და ფიქრიც არ მინდა, რომ მიმესწრო ქურდისთვის რა მოხდებოდა. ის ფაქტი უფრო მაგიჟებს, რომ წარმოვიდგენ ვიღაც უცხო დაბოდიალობდა ჩემს სახლში, ვიდრე ის, რომ ძვირფასი ოქროები და ფულია წაღებიული , მათ შორის ჩემი ქმრის საქორწილო ბეჭედი.

ზოგადად გუშინ მივხვდი, რომ ძალიან ბევრი მსგავსი ქურდობა ხდება ქვეყანაში და არ შეიძლება, რომ უფრო ინფორმირებულები ვიყოოთ?!

ამ დროში ადაიანების დაუთოვება, დასკოჩვა და ა.შ თუ კიდევ ხდებოდა მე პირადად არ ვიცოდი და მძიმე რეალობა ისაა , რომ ხდება და არა იშვიათად! გამომძიებლებმა და ექსპერტებმა ბევრი მსგავსი შემთხვევის შესახებ მიამბეს (დილის 6 საათამდე ჩემს სახლში იყვნენ)

მე დიდი იმედი მაქვს ქურდს მივაგნებთ და საკადრისადაც დაისჯება , მაგრამ თქვენ გირჩევთ მეტი ყურადღება გამოიჩინეთ და ფრთხილად იყავით !

ფაქტია, რომ სანამ ჩემ თავზე არ გამოვცადე ეს სშინელება არაფერი არ ვიცოდი და ისიც ფაქტია , რომ არც თუ ისე ცოტა შემთხვევაა ქურდობის (მარტო ჩემთან ყოფნისას 2-3 გამოძახება იყო ქურდობაზე) და რას ნიშნავს ეს?! მარტო თბილისში, თუ ღამეში რამოდენიმე სახლი იქურდება ნორმალურიაა?!!"
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
iri ne
ისევ თქვენს წრეში და ახლობლებში ეძებეთ ქურდი ,ვინც იცოდა რა გქონდათ სახლში,თქვენზე მდიდრებიც არიან და არ გამიგია ვინმეს გაექურდოს.
19:51 / 17-12-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS