„ჩვენი ოჯახი შექმნის დღიდან ბევრი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა. პირველი ორი წელი, თითქოს ერთი გუნდი ვიყავით, ვგულისხმობ მულთან და დედამთილთან ურთიერთობას. თორემ მე და ჩემი ქმარი სულ ვკამათობდით და ვრიგდებოდით.
გიორგის იმდენად უყვარს დედა და და, რამდენი ცოლიც არ უნდა მოიყვანოს და ის ქალი, სულ რომ ფრთიანი ანგელოზი იყოს, მათზე წინ
- გაშორების კონკრეტული მიზეზი რა იყო?
- მრავალი მიზეზი იყო. ისე გამოვიდა, რომ თითქოს სამ ადამიანზე ვიყავი გათხოვილი. ჩვენ მარტო კი არა, ბევრნი ვიყავით. ოჯახში ბევრი მაშინ უნდა იყო, თუ შვილები გყავს. ოჯახის დანგრევის შემდეგ ტკივილი გამომყვა. შეიძლება მეუღლეზე და სიყვარულზე გული არ გწყდებოდეს, მაგრამ გქონდეს ტრავმები, რომლებიც იოლად არ შუშდება.
როგორც სამოდელო სფეროს ცნობილი წარმომადგენელი ინტერვიუში აღნიშნავს, ახლა დროს ხშირად ატარებს ტაძარში.
„ძალიან დამეხმარა პრეზიდენტ მარგველაშვილის დედა, ქალბატონი მზია გომელაური, რომელიც ჩემი ფსიქოლოგია. ასევე დამეხმარნენ სასულიერო პირები, მამები, დედები, განდეგილი ბერი იოანე. მპირდებიან, რომ მალე პატრიარქს შემახვედრებენ“, - აცხადებს ლიკა ყაზბეგი.
ჟურნალი „სარკე“