11 დეკემბერი, 2017
„გიორგის იმდენად უყვარს დედა და და, მათზე წინ არავის დააყენებს“ - ქმართან დაშორებულ ლიკა ყაზბეგს პრეზიდენტის დედის და პატრიარქის დახმარება სჭირდება
ლიკა ყაზბეგმა 4 წლის წინ გაბედული ნაბიჯი გადადგა და პატიმარ გიორგი ჯელაძეზე იქორწინა. თუმცა, ოთხწლიანი ქორწინება დასრულდა, წყვილი დაშორდა. ამის შესახებ, ლიკა ყაზბეგმა „სარკესთან“ ისაუბრა.

„ჩვენი ოჯახი შექმნის დღიდან ბევრი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა. პირველი ორი წელი, თითქოს ერთი გუნდი ვიყავით, ვგულისხმობ მულთან და დედამთილთან ურთიერთობას. თორემ მე და ჩემი ქმარი სულ ვკამათობდით და ვრიგდებოდით.
გიორგის იმდენად უყვარს დედა და და, რამდენი ცოლიც არ უნდა მოიყვანოს და ის ქალი, სულ რომ ფრთიანი ანგელოზი იყოს, მათზე წინ
არ დააყენებს. ვერ ვიტყვი, რომ ამის გამო ვკიცხავ. ყველამ იცის, ბიჭისთვის დედა რას ნიშნავს.

- გაშორების კონკრეტული მიზეზი რა იყო?

- მრავალი მიზეზი იყო. ისე გამოვიდა, რომ თითქოს სამ ადამიანზე ვიყავი გათხოვილი. ჩვენ მარტო კი არა, ბევრნი ვიყავით. ოჯახში ბევრი მაშინ უნდა იყო, თუ შვილები გყავს. ოჯახის დანგრევის შემდეგ ტკივილი გამომყვა. შეიძლება მეუღლეზე და სიყვარულზე გული არ გწყდებოდეს, მაგრამ გქონდეს ტრავმები, რომლებიც იოლად არ შუშდება.

როგორც სამოდელო სფეროს ცნობილი წარმომადგენელი ინტერვიუში აღნიშნავს, ახლა დროს ხშირად ატარებს ტაძარში.
„ძალიან დამეხმარა პრეზიდენტ მარგველაშვილის დედა, ქალბატონი მზია გომელაური, რომელიც ჩემი ფსიქოლოგია. ასევე დამეხმარნენ სასულიერო პირები, მამები, დედები, განდეგილი ბერი იოანე. მპირდებიან, რომ მალე პატრიარქს შემახვედრებენ“, - აცხადებს ლიკა ყაზბეგი.

ჟურნალი „სარკე“

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 4 /
მარიამი
რა გჭირთ ხალხო, რამ გაგაცოფათ? ჯერ შეცდომა არ დაგიშვიათ? იქნებ როგორ სჭირდება ნუგეშისცემა? რას ქვია პატრიარქის შეწუხება? თუ სჭირდება უნდა შეხვდეს პატრიარქი, აბა, რა უნდა ქნას?
01:27 / 18-12-2017
გამოხმაურება / 0 /
ცირა
ვაიმეეე მაგიტომ ხვდები პათრიარქს???/ კიდევ გათხოვდები არაუსავს ნუ შეაწუხებ ამისტვის ცოდოა
14:27 / 13-12-2017
გამოხმაურება / 0 /
თბილისელი
რა ტვინ სუსტი უნდა იყო ქალი ორჯერ ნანახ პატიმარზე რო გათხოვდები, (პატიმარსაც გააჩნია,) გვარსაც ხელმოწერის მერე იგებ და მერე პატრიარქთან შეხვედრა გინდა იმიტომ,რომ ვიღაცა ხელიდან წასულმა და მდაბიო ხალხმა რო არ გაგიმართლა?
21:44 / 12-12-2017
გამოხმაურება / 0 /
სალი
რა სიცანცარეა. ჯერ რა გათხოვება იყო ციხეში, ამასთან პატოლოგიც ყოფილა ამხელა კაცმა უნდა გააცალკეოს საკუთარი და დედის ოჯახი და კიდევ ეს ლიკაც რას მიედ მოედება პატრიარქს უნდა შეხვდეს იმიტო რო ქმარს გაცილდა და ნუგეში უნდაა ? ხალხს ათასი უბედურება ჭირს და ეს რახე დარდობს.
19:43 / 11-12-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS