ღონისძიება ჭიათურაში ქორწინების წახალისების მიზნით მოეწყო და ის მიზნად დემოგრაფიული პრობლემის გადაჭრას ისახავს.
ინფორმაციას სოციალურ ქსელში დემოგრაფიული აღორძინების ფონდის თავმჯდომარე თამარ ჩიბურდანიძე ავრცელებს.
"მთა და ქორწინება" ჭიათურის მერიისა და ორგანიზაცია "ქართული ბრენდი - მარი გოლდის" ორგანიზებით გაიმართა.
მისივე ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში, ჭიათურის რიტუალების სახლს საჩუქრად 70 საქორწინო კაბა გადაეცა. ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, იმ ოჯახების გოგონებს, ვინც დაქორწინებას 2018 წლის მაისამდე გადაწყვეტს, კაბები საჩუქრად გადაეცემა.