მიხეილ სააკაშვილი შინაპატიმრობის პერიოდს კიევის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და ლეგენდარულ სახლში გაატარებს. უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ დაასახელა ბინის მისამართი, სადაც ექს-გუბერნატორმა სადღეღამისო შინაპატიმრობის 2-თვიანი პერიოდი უნდა გაატაროს. კერძოდ,
აღნიშნული ბინის მისამართია: კიევი, კოსტელნაიას ქუჩა N7, ბინა 32.
მეცხრამეტე საუკუნის ვარდისფერი შენობის კედლებზე ტიტანების ქანდაკებებია გამოსახული. როგორც უკრაინული მედია წერს, შენობას ეწოდება "სახლი ტიტანებით" და ამ ადგილას ბინის შეძენა, დღეს მხოლოდ "ფინანსურ ტიტანებს" შეუძლიათ. ერთოთახიანი ბინის ღირებულება აქ 220 ათას დოლარს აჭარბებს, 5-ოთახიანი ბინის ღირებულება კი 3
მილიონსაც აღწევს. segodnya.ua-ი წერს, რომ კოსტელნაიას 7-ში მდებარე შენობა კიევის ყველაზე ფანტასტიკური სახლების ხუთეულში შედის. გამოცემის ინფორმაციით, სახლი, რომელზეც შიშველი მამაკაცების ქანდაკებები დგას, კიევში გიდების ერთ-ერთი საყვარელი ადგილია და მას ტურისტებს აცნობენ, როგორც მე-19 საუკუნის მამაკაცების ბორდელს. თუმცა, ზოგიერთებს მიაჩნიათ, რომ ეს მხოლოდ მითია.
განაგრძეთ კითხვა: